დღეს ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადება დაუშვებელია
20.03.2020

კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიების TV პირველის და მთავარი არხის ანგარიშებზე, საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, შემოსავლების სამსახურმა საინკასო დავალება წარადგინა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის გამართული მუშაობით ახსნა და განაცხადა, რომ სანქციის დადება მოხდა ავტომატურად.

დღეს, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირებულობა, ხოლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ კრიტიკული მედია ასრულებს, სრულიად გაუგებარია შემოსავლების სამსახურის ქმედება. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს პრაქტიკა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო სანქციის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. ქარტია მოუწოდებს შემოსავლების სამსახურს გააზრებული იქნას ის კრიტიკული ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და დროულად მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედია საშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.