ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს დაიცვან სიფრთხილე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული მასალების მომზადებისას
23.03.2020

კატეგორია : განცხადებები;
დღეს, 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მედია და პრესა ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობენ მუშაობას, სხვა ყველა მედიასაშუალება, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით მიიღებს.

ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვა და დაემორჩილონ კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას, რადგან საფრთხე ექმნება როგორც წესის დამრღვევს, ასევე მის გარშემო მყოფ პირებს.

ასევე, იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ ადგილზე მუშაობის უფლება, ქარტია მოუწოდებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები. მედია მენეჯერებს კი მიმართავს, მაქსიმალურად დაიცვან და უზრუნველყონ უსაფრთხების წესები მათი თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე.

ქარტია მოუწოდებს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ მიღებული ინფორმაცია და ყველა ზომა მიიღონ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს.

ქარტია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია მედიასაშუალებებს, რათა თავიდან ავიცილოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, მთავრობამ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის მეტი ინფორმირებისთვის, ადგილობრივ მედიას ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გასაგებ ენაზე.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.