21.04.2020
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი
ორგანიზაციები, თვალს ვადევნებთ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე
საგანგაშო პროცესებს და მიგვაჩნია, რომ კვლავაც უწყვეტად გრძელდება
თანამშრომელთა დევნა და შევიწროება მათი განსხვავებული მოსაზრებების
გამო.
დღეს, 2020 წლის 21 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო
გამოშვება „მთავარის“ ერთ-ერთი წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან
მოხსნა.
როგორც თავად ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს,
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად სოციალურ ქსელში მაუწყებელთან
დაკავშირებით მის მიერ დაფიქსირებული პოზიცია დაუსახელეს.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ საკუთარ ვებ გვერდზე მაუწყებლის
თანამშრომლებისათვის სოციალური ქსელში პოზიციონირების წესები
გუშინ, 20 აპრილს
განათავსა.