23.07.2021
კატეგორია : განცხადებები;
2021 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების სახლთან იმყოფებოდა და არასრულწლოვან შვილებს უსვამდა კითხვას.
როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, ჟურნალისტს ბავშვებთან ინტერვიუ არ ჩაუწერია. მიუხედავად ამისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ინფორმაციის მოპოვების მსგავს მეთოდს.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ
- ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტმა უპირობოდ უნდა დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესები;
- თუ მშობლის მიმართ არსებობს საჯარო ინტერესი, არ ნიშნავს, რომ ეს ინტერესი ავტომატურად გავრცელდეს მის არასრულწლოვან შვილებზეც;
- როდესაც მშობლის საქმიანობა შუქდება, ჟურნალისტები უნდა მოერიდონ
იმ ვიდეო თუ ფოტო მასალის გამოყენებას, სადაც მათი არასრულწლოვანი
შვილები ჩანან.