17.11.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „BMG/ბიემჯის” ჟურნალისტის გიორგი ისაკაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია გიორგი ტუმასიანი.
სადავო მასალა 2023 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია განზრახ არასწორად გააშუქა, გააჟღერა არმენოფობიური და დიკრიმინაციული შინაარსის ფრაზა; მიმართვის შემდეგ კი მასალა არ შეასწორა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.