14.02.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო დატვირთვა პროექტების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები
- განახორციელოს პროექტები დამტკიცებული გეგმის მიხედვით
- მოამზადოს ფინანსური და პროგრამული ანგარიშები
- მოამზადოს და დააარქივოს პროექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაცია
- დაეხმაროს ქარტიის დირექტორს საპროექტო განაცხადების მომზადებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უნდა ჰქონდეს პროექტების მართვის გამოცდილება.
- უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვასა და ფინანსებში ან მომიჯნავე სფეროებში.
- უნდა ჰქონდეს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მონიტორინგის, ფინანსურ დოკუმენტებზე მუშაობის კარგი უნარები.
- ეფექტურად უნდა აგვარებდეს ლოჯისტიკურ ამოცანებს ღონისძიებების ჩატარებისას.
- უნდა იყოს გუნდურად მომუშავე ძლიერი ინტერპერსონალური უნარებით.
- კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
ანაზღაურება შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 26 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.