01.03.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია
„იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ განცხადება
დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ორგანიზაცია - „ქალები საერთო
მომავლისათვის (WECF) - საქართველო". სადავო მასალა ეთერში გავიდა 2024 წლის 27 თებერვალს.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და გამოიყენა არაეთიკური, არასწორი ტერმინები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.