საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „TV მონიტორინგის” ჟურნალისტმა შოთა სადაღაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია; „TV პირველის” ჟურნალისტმა გიორგი დვალიშვილმა ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი, ხოლო „TV პირველის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი და მერვე პრინციპი დაარღვია.
მის წინააღმდეგ ქარტიას „ააიპ საზოგადოება ბილიკმა” მომართა. სადავო მასალები 2023 წლის 31 ოქტომბერს გავიდა „TV მონიტორინგის” ეთერში, ხოლო 2023 წლის 5 ნოემბერს გავიდა „TV პირველის” ეთერში.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად
გააშუქეს და მტკიცებით ფორმაში გაავრცელეს დაუდასტურებელი ფაქტები,
ამასთან, არ დაიცვეს ბავშვთა ინტერესი.
ამასთან, შოთა სადაღაშვილის მიმართ განმცხადებელი დავობდა ქარტიის
მერვე პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ დარღვევა არ
დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.