ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ ქარტიას მომართეს
01.05.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „იმედის” ჟურნალისტის საბა ხვიჩიას და წამყვანის ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელი ანონიმურია. 

სადავო მასალა 2024 წლის 3 მარტს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს დისკრიმინაციის და ძალადობის წახალისებას. 

განმცხადებელი წამყვანის მიმართ დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის; ხოლო ჟურნალისტის მიმართ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.