საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” და „POSTV”-ს ჟურნალისტების მარიამ ქართველიშვილის, ხატია ქვათაძის, ლევან ჯავახიშვილის, ქეთი ქაშაკაშვილის, ლევან კვატაშიძის, ვარლამ წიკლაურის, ქეთი მამრიკიშვილის, ანა შანიძის და ანა აშორდიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია მადონა მაისურაძე.
სადავო მასალები 2024 წლის 31 მარტს, 1 და 4 აპრილს გავიდა ეთერში.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს და ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაუკავშირდნენ.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.