კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 მაისს 4 საქმეს განიხილავს.
11:30-ზე პაატა ბურჭულაძე POSTV-ს წამყვანების წინააღმდეგ. სადავო მასალა ეთერში 19 მარტს გავიდა, განმცხადებელი დავობს, რომ გადაცემის წამყვანებმა დაარღვიეს ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები.
13:30-ზე დეპუტატი ბექა ოდიშარია “მთავარი არხის” ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო სიუჟეტი ეთერში 6 აპრილს გავიდა, განმცხადებელი დავობს, რომ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის 1-ლი და მე-11 პრინციპები.
15:30-ზე ააიპ საქართველოს კინოინსტიტუტი ტელეკომპანიების “რუსთავი 2”-ის და “იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ. განმცხადებელი ორივე მედიის შემთხვევაში დავობს, რომ დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
საბჭოს სხდომა ქარტიის ოფისში გაიმართება, მის: თბილისი, ბაქოს ქ. #4.
საბჭო საქმეებს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება თავისუფალია.