28.06.2024
ქარტიის საბჭომ 25 მაისს განიხილა სკოლის დირექტორის -
იოსებ ლაზარაშვილის განცხადება TV “პირველის” ჟურნალისტის საბა
სიჭინავას წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მან დაარღვია ქარტიის პირველი,
მე-5, მე-8 და მე-10 პრინციპები.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 6 მარტს გავიდა. ის ეხებოდა
დირექტორის მხრიდან სკოლის მოსწავლეზე შესაძლო ძალადობას.
განმცხადებლის პოზიციით, სკოლაში წარმოქმნილ სიტუაციასთან
დაკავშირებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს,
რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი
ინფორმაცია, რითაც დაზიანდა როგორც მისი, ისე არასრულწლოვნის
ინტერესები.
Მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.