ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები
22.07.2024

9 ივნისს ქარტიის საბჭომ განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადება “ტვ პირველის” ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ.

 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა. ის ეხებოდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და მისი ოჯახის ქონებას.  განმცხადებლის პოზიციით, ეთერში გასულ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ ჟურნალისტებმა არასწორი, გადაუმოწმებელი და მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელეს. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც თავიანთი შეპასუხება წარმოუდგენიათ, თუმცა, ელექტრონულად წარმოადგინეს „ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდის ახსნა-განმარტება, რომელიც ტელეკომპანია “პირველის” თვითრეგულირების კომისიას წარედგინა ამავე მასალასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას.

 

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო მასალაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5, მე-7 და მე-8 პრინციპები.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.