კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 27 ივლისს, შაბათს, 3 განცხადებას განიხილავს:
12:00 სთ - ნინა გადელია “ტვ პირველის” ჟურნალისტების თამარ დოლენჯაშვილისა და ნოდარ მელაძის წინააღმდეგ.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 30 მარტს გავიდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
15:00 სთ - საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის ქსელი “ტვ იმედის” ჟურნალისტის თამარ შარიქაძის წინააღმდეგ.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 5 აპრილს გავიდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი, მე-5 (შესწორება) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.
16:00 სთ - შორენა ლობჟანიძე, ნანა ხომასურიძე და ააიპ ,,ადამიანები ცხოველებისთვის“ თავმჯდომარე, მარინა ბერსენაძე-კაციტაძე, bpn.ge-ის ჟურნალისტის ნინი ქეთელაურის და ambebi.ge -ს, "კვირის პალიტრას", ,,M2B” -ის და ჟურნალის ,,გზა" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სადავო მასალა 2024 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა.
განმცხადებლები დავობენ ქარტიის პირველი, მე-3 (დადასტურებული წყარო), მე-5 (შესწორება) და მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპების დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.
სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს ქ. #4. ელექტორნულად დასასწრები ლინკის მისაღებად, მოგვწერეთ ქარტიის ოფიციალურ მეილზე: ethicscharter@gmail.com