ქარტიის სამდივნომ მზია კობერიძის განცხადება “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტების წინააღმდეგ დასაშვებად ცნო
11.09.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მზია კობერიძემ განცხადებით მომართა “ტვ მონიტორინგის” ჟურნალისტების წინააღმდეგ.
 
სადავო მასალა მათ ფეისბუკ და იუთუბ გვერდებზე 13 და 14 აგვისტოს გამოქვეყნდა. ის ეხებოდა “გორმედის” სამშობიაროში 30 წლამდე მშობიარე ქალბატონის გარდაცვალების ფაქტს.
 
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) პრინციპის დარღვევაზე.
 
მისი განმარტებით, აღნიშნული გადაცემა ემსახურებოდა მხოლოდ "გორმედის" პოზიციის დაფიქსირებას, 30 წლის გარდაცვლილის მშობლების და ახლობლების გაღიზიანებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და მოტყუებას.
 
მიუხედავად ქარტიის საბჭოს სამდივნოს არაერთი მცდელობისა, მოპასუხე მედია საშუალებამ ქარტიის სამდივნოს არ აცნობა სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების/რედაქტორების ვინაობა და, გამომდინარე აქედან, პასუხისმგებლად განისაზღვრა “ტვ მონიტორინგის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი.
 
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.
 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.