საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას ნინო შველიძემ “იმედისა” და “POSTV”-ის წინააღმდეგ მომართა.
“იმედის”
სადავო მასალა მათ საიტზე 2024 წლის 6 სექტემბერს
გამოქვეყნდა, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში სადავო
მასალა მათ ეთერში 6 სექტემბერს 13:02 საათზე გავიდა.
ორივე შემთხვევაში განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის გაზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე მედია საშუალებებმა არ მიაწოდეს ქარტიას ინფორმაცია სადავო მასალებზე პასუხისმგებელი ჟურნალისტების ვინაობის შესახებ, ამდენად, პასუხისმგებელ ჟურნალისტად/რედაქტორად “იმედის” შემთხვევაში განისაზღვრა “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი, ხოლო “POSTV”-ის შემთხვევაში გადაცემა “ახალი ამბების” წამყვანი - ქეთი მამრიკიშვილი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.