17.10.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა” “მთავარი არხის” წინააღმდეგ მომართა.
სადავო მასალა მთავარი არხის ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა.
განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპების დარღევაზე.
განმცხადებელი არ ეთანხმება მათი ორგანიზაციის სამთავრობო ორგანიზაციად ე.წ. GONGO გამოცხადებას.
მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ნატალი
ჯახუტაშვილი.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტებში ქარტიის პრინციპები.