ნატალი ჯახუტაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები
19.11.2024

ქარტიის საბჭომ 16 ნოემბრის სხდომაზე განიხილა “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” განცხადება ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილის წინააღმდეგ.

სადავო მასალა  “მთავარი არხის” ეთერში 2024 წლის 4 ოქტომბერს, 21:00 საათიან გამოშვებაში გავიდა. 


განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპების დარღვევაზე, ჟურნალისტის მიერ მათი ორგანიზაციის ე.წ. GONGO-დ (იშიფრება როგორც “ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია ან დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ან სამოქალაქო ჯგუფების არსებობის ან ქცევის ილუზიის შექმნის მიზნით საკუთარი პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად ქვეყნის შიგნით ან საერთაშორისო ასპარეზზე”) გამოცხადების გამო.


მესამე პრინციპი საქმის განხილვისას მოხსნა განმცხადებლმა.


საბჭომ დაადგინა სადავო მასალაში პირველი და მეხუთე პრინციპების დარღვევა.


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.