ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თავდასხმას News.On.ge-ს მთავარ რედაქტორზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს
26.11.2024

კატეგორია : განცხადებები;

25 ნოემბერს News.On.ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს ქაშვეთის ეკლესიის წინ, სავარაუდოდ, თბილსერვის ჯგუფის სამსახურის თანამშრომელმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აგრესიული პირი ჟურნალისტს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც ჟურნალისტმა ვიდეო გადაუღო სასულიერო პირს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახლში წასვლისკენ მოუწოდებდა და უმტკიცებდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჟურნალისტის მოთხოვნის მიუხედავად, თავდამსხმელმა ვინაობა არ გაამხილა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თავდასხმას News.On.ge-ს მთავარ რედაქტორზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.