კატეგორია : განცხადებები;
- ტვ პირველის ოპერატორი გიორგი შეწირული. ის ფეხის დაზიანებით გადაიყვანეს კლინიკაში.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე. მას, სავარაუდოდ, პიროტექნიკა მოხვდა ფეხის არეში. ფოტორეპორტიორს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა.
-
POSTV-ს
ჟურნალისტი გურანდა ბილიხოძე, რომელსაც,
სავარაუდოდ, სპეცრაზმის მხრიდან გასროლილი გაზის კაფსულა მოხვდა.
- ტელეკომპანია „ფორმულას" ოპერატორი. ამის შესახებ „მთავარი არხის" ჟურნალისტმა პირდაპირ ეთერში თქვა.
ნაცემია “რადიო თავისუფლების” პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც სპეცრაზმმა 1 დეკემბერს ღამით საპროტესტო აქციის მახლობლად დააკავა. ის ახლა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია. ბექა ბერაძე აქციის სიახლოვეს მიდიოდა, როცა მოულოდნელად პოლიციელების ალყაში აღმოჩნდა. მისი ადვიკატის თქმით, მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა შეიტყვეს, რომ ბექა ბერაძე “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი იყო, მის მიმართ უფრო აგრესიულები გახდნენ. ის ჯერ ცემეს, ხოლო შემდეგ სხვა დაკავებულებთან ერთად შეაგდეს მინივენში, სადაც მას კიდევ ერთო საათის განმავლობაში ცემდნენ. პოლიცია ბექა ბერაძეს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება. “რადიო თავისუფლებას” აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ახალგაზრდა კაცი პოლიციელებს ეკითხება, თუ კონკრეტულად რაში არ დაემორჩილა მათ. “რადიო თავისუფლება” თანამშრომელს ღამის 3:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
ონლაინგამოცემა On.ge-ს ინფორმაციით, 1 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ფოტოგრაფი ნიკოლოზ თაბუკაშვილი.
ქარტიამ მიიღო ინფორმაცია 28-30 ნოემბრის პერიოდში დაშავებული მედიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენლის შესახებ:- 29
ნოემბერს გადაღებისას დაზიანება მიიღო „პირველის არხის“ ჩართვის
ოპერატორმა დავით
ბეჟანიშვილმა. აქციის დარბევისას „პირველი
არხის“ ოპერატორის
დაშავების კადრები„ფორმულაზე“ პირდაპირ ეთერში
გადაიცემოდა.
-
30 ნოემბერს მუშაობის
პროცესში პოლიციელები დაესხნენ
თავს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნუცა
ბახუტაშვილსა და ოპერატორს, ირაკლი ბართავას. კადრებში ჩანს, როგორ
ცემა-ცემით აძევებენ მათ პოლიციელები იმ ტერიტორიიდან, სადაც
გადამღები ჯგუფი მუშაობდა. ნუცა ბახუტაშვილს პოლიციელმა ზურგში
ძლიერად ჩაარტყა.
- 30 ნოემბერს აქციაზე ფიზიკურად იძალადეს “რადიო თავისუფლების” რეპორტიორზე დათო ქორიძეზე.
30 ნოემბერს დაშავებული გერმანელი ჟურნალისტი, დომინიკ რაიხერტი, აქციას რუსული პროპაგანდისტული არხის, „რაშა თუდეისთვის“ აშუქებდა. „ტვ პირველის“ ცნობით, ის ჰოსპიტალიზებულია თხემის ძვლის მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით ტვინის გარსში.