ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „ტვ პირველს“და ტელეკომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს
08.12.2024

კატეგორია : განცხადებები;

7 დეკემბერს ტვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ ბესიკის ქუჩიდან, როცა მათ თავს დაესხნენ შავებში ჩაცმული ნიღბიანი პირები. თავდამსხმელმა მაკა ჩიხლაძე ძირს დააგდო, ხოლო გიორგი შეწირული რამდენიმე პირმა სცემა. ისინი ოპერატორს ფეხს ურტყამდნენ თავსა და მუცელში. პოლიციამ, რომელიც იქვე იყო, სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა და მედიის წარმომადგენლები არ დაიცვა. მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ კვლევებს უტარებენ. ორივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს. 

ტვ პირველის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების .. ტიტუშკები იყვნენ, რომლებმაც მანამდე პროევროპული აქციის მონაწილეებს სცემეს. 

ქართული ოცნების მიერ წლების განმავლობაში სიძულვილის მეთოდურად გაღვივებამ და ძალადობრივი ჯგუფების კულტივირებამ შედეგად ის გამოიღო, რომ ქვეყანაში ჟურნალისტებს აღარ აქვთ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ტვ პირველს და ქართულ ოცნებას ჟურნალისტებთან ანგარიშსწორების  შეწყვეტისა და ძალადობრივი ჯგუფების თარეშის ალაგმვისკენ მოუწოდებს

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.