საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ქრისტინე ზამთარაძის განცხადება “იმედის” ჟურნალისტის თამარ ჩიკვატიას წინააღმდეგ
12.12.2024

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოქალაქე ქრისტინე ზამთარაძემ “იმედის” წინააღმდეგ განცხადებით მომართა.


სადავო მასალა “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს განთავსდა და ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ პროტესტს.


განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე. მისი პოზიციით, სიუჟეტი მანიპულაციურად არის დამონტაჟებული, რასაც შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი.


მოპასუხე ჟურნალისტად  განისაზღვრა თამარ ჩიკვატია.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.