საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო მარიამ სამხარაძის განცხადება 24news.ge-ს ხელმძღვანელის აზერ მამედოვის წინააღმდეგ
16.01.2025

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოქალაქე მარიამ სამხარაძემ 24news.ge-ს  წინააღმდეგ განცხადებით მომართა.


სადავო სიუჟეტი მათ ფეისბუქ გვერდზე 2025 წლის 4 იანვარს გამოქვეყნდა.


განმცხადებლის პოზიციით, მცდარია სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, “თითქოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისი (სიუჟეტში არასწორად მოხსენიებული, როგორც USAID-ის მარნეულის ოფისი) რაიმე ფორმით ჩართულია მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და მათი ფინანსურ წახალისებაში.” 


განმცხადებლის მითითებით, სადავო სიუჟეტში ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.


მოპასუხედ  განისაზღვრა 24news.ge-ს ხელმძღვანელი აზერ მამედოვი.


ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.