ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პარტია „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ჟურნალისტების შევიწროება
18.01.2025

კატეგორია : განცხადებები;

„ექსპრესნიუსის“ დამფუძნებლისა და რედაქტორის ირაკლი მანაგაძის განცხადებით, მას პარტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა გიორგი გრძელიშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და „ამოძირკვით“ დაემუქრა. ირაკლი მანაგაძე შიშობს, რომ, გიორგი გრძელიშვილს, ძალოვან უწყებებში მისი კონტაქტებისა და გავლენების გათვალისწინებით, ამ მუქარის სისრულეში მოყვანა შეუძლია. ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მისი თანამშრომლის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოთქვამს შეშფოთებას იმით, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და მასთან აფილირებული პირები კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიულ დისკრედიტაციას და საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებში მათდამი სიძულვილის გაღვივებას ცდილობენ. ამგვარი ქმედებები  ჟურნალისტების უსაფრთხოების რისკებს ზრდის. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარტია „ქართული ოცნებას“ მოუწოდებს, ამ ინციდენტის გამოსაძიებლად შიდა მოკვლევა ჩაატაროს და შედეგები გაასაჯაროვოს. ასევე უზრუნველყოს, რომ მისი თანამშრომლები დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობაში არ ერეოდნენ, ჟურნალისტებს პატივისცემით ექცეოდნენ და კანონის დაცვით მოქმედებდნენ.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.