28.01.2025
ქარტიის საბჭომ 25 იანვარს სხდომაზე განიხილა ლელა გელხვიძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტისა და წამყვანის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “იმედის დღის” ეთერში და მათ ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 18 სექტემბერს გამოქვეყნდა. სიუჟეტში ნაჩვენებია ჟურნალისტის მიერ არასრულწლოვნების გამოკითხვა.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის მერვე (ბავშვის უფლებები) პრინციპზე, რომელიც საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.