28.01.2025
ქარტიის საბჭომ 25 იანვარს სხდომაზე განიხილა კახა კუკავას განცხადება “Sfero TV”-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალა 2024 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა სათაურით: “გაერთიანება ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა - დღეს, იურისტებმა მევახშესთან ალიანსში მყოფი, პოლიტიკოსი კახა კუკავა ამხილეს”.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და
მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომლებიც
საბჭომ დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.