28.01.2025
25 იანვრის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა თინა ცომაიას და ნინო ივანიშვილის განცხადება ტელეკომპანია “პირველი არხის” წამყვანის წინააღმდეგ.
სადავო გადაცემა - “მოამბის საგანგებო ეთერი” “პირველ არხზე” 2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა. განმცხადებლის მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი რესპოდენტ ირაკლი ფიფიასთან დისკუსიაში წამყვანის გამონათქვამები და შეფასებები.
განმცხადებელმა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მეცხრე
(მასალების გამიჯვნა) პრინციპი და სადავო პრინციპებად განისაზღვრა
პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ
დამახინჯება) პრინციპები, რომელთაგანაც საბჭომ ყველა დარღვეულად
მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.