30.01.2025
კატეგორია : ანონსი;
ქარტიის საბჭომ 25 იანვარს სხდომაზე განიხილა ქრისტინე ზამთარაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის წინააღმდეგ.
სადავო მასალა “იმედის” ფეისბუქ გვერდზე 2024 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნდა და ეხებოდა ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის საცხოვრებელ სახლთან გამართულ პროტესტს.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე); მეხუთე (შესწორება); მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, რომელთაგან საბჭომ მეშვიდე პრინციპის გარდა ყველა დარღვეულად მიიჩნია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.