ტრენინგი ჟურნალისტებისთვის არჩევნების თემაზე

კატეგორია : ტრენინგები;

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

წინასაარჩევნო კამპანიის და კენჭისყრის გაშუქების სპეციფიკა

 

ორდღიანი ტრენინგი გაიმართება 25-26 ივნისს, თბილისში, ქარტიის ოფისში (შიო მღვიმელის 1. 6ბ).  ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჟურნალისტებს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. უპირატესობა მიენიჭებათ ქარტიის წევრებს.

მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობისა და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.

ტრენინგი, რომლის ორგანიზატორია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, იმართება საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) ფარგლებში.

ტრენინგის განმავლობაში საუბარი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის სპეციფიკაზე, იმ დეტალებზე, რასაც მედიამ უნდა მიაქციოს ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიის და უშუალოდ კენჭისყრის დღის გაშუქებისას. პირველ დღეს განიხილება არჩევნებთან დაკავშირებული რეგულაციები, მეორე დღეს კი აქცენტი გაკეთდება გაშუქების ტექნიკაზე. როგორ უნდა მოახერხოს მედიამ ყველა სუბიექტისთვის თანაბარი პირობების შექმნა, რა წინააღმდეგობებისა და დილემების გადალახვა უწევს ჟურნალისტს ამ თემის გაშუქებისას.

ტრენინგს უძღვებიან მაია მეცხვარიშვილი და ირმა პავლიაშვილი

  • მაია მეცხვარიშვილი - ინტერნეტ გამოცემა "ნეტგაზეთის" რედაქტორი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი.  სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და გაზეთ "24 საათში", იყო იმერეთის დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთის "ახალი გაზეთის" რედაქტორი; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში მედიის სფეროში.
  • ირმა პავლიაშვილი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, 2008 წლიდან მუშაობს საარჩევნო მონიტორინგისა და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. აქვს საარჩევნო თემატიკის ტრენერის დიდი გამოცდილება. მედიისა და არჩევნების შესახებ მომზადებული აქვს რამდენიმე პუბლიკაცია.
მონაწილეობის მსურველებმა გამოგვიგზავნეთ CV  20 ივნისის 18:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: trainingcharter@gmail.com სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: "წინასაარჩევნო კამპანიის და კენჭისყრის გაშუქების სპეციფიკა" საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე ტელ: 593737503, ელ-ფოსტა: trainingcharter@gmail.com მის: შიო მღვიმელის ქ.6ბ

M-TAG პროგრამა ხორციელდება ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით