ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ნატა ძველიშვილი ქარტიის საბჭოს წევრებმა 2015 წლის 19 ოქტომბერს აირჩიეს.

მანამდე ის მედიის საკითხებზე მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI) და იყო პორტალ mediachecker.ge-ს ავტორი, ასევე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორი.  2010 წლიდან 2014 წლამდე იყო ააიპ “ინტერნიუსი საქართველოს” პროექტ www.Media.Ge-ს ჟურნალისტი.  2013 წლიდან კი ხელმძღვანელობდა ქარტიის პროექტს “ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი”.

ნატა ძველიშვილი ასევე უძღვება სალექციო კურსს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მომზადებული აქვს რამდენიმე კვლევა მედიის ეთიკურ სტანდარტებზე, სოციალური ქსელების გამოყენებაზე და ციფრულ მაუწყებლობაზე, აგრეთვე მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნეპოტიზმი, ინტერნეტში მასალის დაბლოკვის საფუძვლები, რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებული თემები.

ნატა ძველიშვილს მიღებული აქვს მასკომუნიკაციებისა და მედიის მკვლევარის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე უნივერსიტეტში მიიღო მიიღო ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიაში. დამთავრებული აქვს რიგაში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლისა და OCCRP-ის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამა “ჟურნალისტიკა მომავალი გამოწვევებისთვის", აგრეთვე გავლილი აქვს ანენბერგისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მედია პოლიტიკის პროგრამაში ოქსფორდის უნივერსიტეტში. 


ქარტიის აღმასრულებელი დირექტორები:

  • 2013-2015 – თამარ რუხაძე
  • 2012-2013 – თამარ კორძაია