2023 წლის 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯები. ახალ 9 ნაბიჯს შორის პირველი ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლას გულისხმობს.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ 2023 წლის კომუნიკაციის თანახმად, „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა აღნიშნულის [დეზინფორმაციის] უფრო აქტიური გამოაშკარავება და გაქარწყლება.“
„კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისთვის“ შეიმუშავა პოლიტიკის
დოკუმენტი, რომელიც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული
პირველი პუნქტის შესასრულებელად საჭირო ნაბიჯებს მოიცავს.
ნახვა
2023 წლის 6 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანება გამოსცა, რომლითაც საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი განისაზღვრა. რეგულაცია ძალაში 7 თებერვალს შევიდა. ახალმა შეზღუდვებმა საქართველოში მედია თავისუფლების საკითხი ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა. მედია აკრედიტაციის გაცემა-შეჩერების მექანიზმი საქართველოში უფრო ფართო ტენდენციის ნაწილად გამოიკვეთა, რომლის დროსაც მმართველი პარტია თვითნებურად არჩევს, რომელ მედიას მისცეს უფლება გააშუქოს საპარლამენტო საქმიანობა. ასეთი პრაქტიკა ცხადყოფს, როგორც პრესის/მედიის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტიების, ისე ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვას.
მედია აკრედიტაციის წესზე და ზოგადად, მედიის როლზე პარლამენტში, განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყნებში, განსხვავებულ გამოცდილებებს ვხვდებით, რაც საერთო სურათის დანახვაში მეტად გვეხმარება.
ამ მოკვლევის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და
ერთგვაროვანი თუ განმასხვავებელი პარამეტრების გამოკვეთა.
დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ ნახოთ
აქ.