გადაწყვეტილებების ძიება

მარინე მინდორაშვილსა და 4 მედიასაშუალებას შორის მედიაცია შედგა
17.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N2017-2

დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატული ნების საფუძველზე 2017 წლის 16 ივნისს შედგა წინამდებარე საბჭოს სხდომის ოქმი.

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, გერონტი ყალიჩავა, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი.

  1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [განცხადებების ნომრები N135 დან N143 ის ჩათვლით] მომართა მარინე მინდორაშვილმა ცხრა მედია საშუალების წინააღმდეგ.
  2. განმცხადებლის აზრით, ქარტიის პრინციპები დაირღვა შემდეგ გარემოებათა საფუძველზე:  მედიასაშუალებების მიერ გაშუქდა შვილის მიერ მშობლის მკვლელობის ფაქტი, ცხრავე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული პირი იყო მარინე მინდორაშვილი, ასევე მიუთითეს მარინე მინდორაშვილის აკადემიური წოდება და სამუშაო ადგილი, რაც სრულად ახდენდა განმცხადებლის იდენტიფიცირებას გარდაცვლილ პირთან, ეს კი არ შეესაბამებოდა სიმართლეს. რეალურად გარდაცვლილი იყო არა მარინე მინდორაშვილი, არამედ ლამარა მინდორაშვილი
  3. განმცხადებელი დარღვეულად თვლიდა ქარტიის შემდეგ პრინციპებს -1,3,4,5 და 10
  4. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მოპასუხე მედია საშუალებებისათვის განცხადების გადაგზავნის შემდეგ: ვებსაიტმა ge, Resonancedaily, Intermedia შეცდომა გასწორდა. ვებსაიტმა blogspot.com სტატია წაშალა.
  5. წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის შესაძლებელი იყო მედიაცია და შესთავაზა აღნიშნული მექანიზმი განმცხადებელს
  6. განმცხადებელი დაეთანხმა მედიაციის მექანიზმს.
  7. მარინე მინდორაშვილის განცხადებაზე საქმის წარმოება 4 მედიასაშუალების მიმართ შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.