02.10.2017
საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N2017-3
დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატული ნების
საფუძველზე 2017 წლის 02 ოქტომბერს შედგა წინამდებარე საბჭოს სხდომის
ოქმი.საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, გერონტი ყალიჩავა, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი.
- ქარტიის საბჭოს განცხადებით [N 134 ] მომართა ე.მ.
- განმცხადებლის აზრით, ქარტიის პირველი, მე-3 და მე-4 პრინციპი დაირღვა გაზეთ „ქრონიკა +-ში” გამოქვეყნებულ სტატიაში „როდემდე უნდა იყოს ქართველი მომხმარებელი დაუცველი?“, ავტორი გელა მამულაშვილი.
- სტატია შეიცავდა ინტერვიუს ე.მ.-თან, განმცხადებლის პოზიციით, ის არის საქართველოში ერთადერთი სრულწლოვანი ე.მ. და მას მსგავსი ინტერვიუ სტატიის ავტორი ჟურნალისტისათვის არ მიუცია.
- მოპასუხე ჟურნალისტმა, გელა მამულაშვილმა მიუთითა, რომ მას რესპონდენტმა თავი გააცნო როგორც ე.მ. და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი რესპონდენტისათვის არ მოუთხოვია.
- საბჭოს შუამავლობით მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე და მოპასუხე ჟურნალისტმა უზრუნველყო, რომ სტატიაში აღარ იძებნება რესპონდენტის სახელი და გვარი „ე.მ“.
- წინამდებარე ოქმის მე-5 მუხლში მითითებული გარემოებები დამაკმაყოფილებელია განმცხადებლისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის შედგა და დამტკიცდა მედიაცია.