გადაწყვეტილებების ძიება

ირმა გელაშვილსა და ორ მედიასაშუალებას შორის მედიაცია შედგა
02.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N2017-4
დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატული ნების საფუძველზე 2017 წლის 02 ოქტომბერს შედგა წინამდებარე საბჭოს სხდომის ოქმი.

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, თეა ზიბზიბაძე, გერონტი ყალიჩავა, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი.
  1. ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 162,163] მომართა ირმა გელაშვილმა.
  2. განმცხადებლის აზრით ონლაინ პორტალებზე ONNEWS.GE და MEDIA.LIDER.GE გამოქვეყნებული სტატიებით დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი.
  3. სადავო სტატიები შეიცავდა მომავალთან დაკავშირებით ლელა კაკულიას პროგნოზს და სხვადასხვა პრაქტიკულ რჩევას.
  4. განმცხადებლის პოზიციით სტატიებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ლელა კაკულიას არ გაუვრცელებია ის.
  5. განცხადების გადაგზავნის შემდეგ მოპასუხე მხარეებმა წაშალეს სადავო სტატიები საკუთარი ვებგვერდებიდან.
  6. წინამდებარე ოქმის მე-5 მუხლში მითითებული გარემოება დამაკმაყოფილებელია განმცხადებლისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის შედგა და დამტკიცდა მედიაცია.