გადაწყვეტილებების ძიება

როზეტა რაფავასა და "პირველ რადიოს" შორის მედიაცია შედგა
09.11.2017

 

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N2017-5

 

. თბილისი 02 ნოემბერი 2017 .

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ჯაბა ანანიძე, გერონტი ყალიჩავა.

 

1. ქარტიის საბჭოს განცხადებით [N 155 ] მომართა როზეტა რაფავამ.

2. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ 2017 წლის 22 აგვისტოს pirveliradio.ge ზე გამოქვეყნებული სტატიით ვინ გაუშვა ქართველი მოსწავლეები ყირიმში - განათლების სამინისტროს პოზიცია და სკოლის პასუხი, დაირღვა ქარტიის მე-8 პრინციპი. სტატია ეხებოდა თბილისის ერთ - ერთ საჯარო სკოლის მოსწავლეების გამგზავრებას რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე, სადაც რუსული ენის გასაუმჯობესებლად მონაწილეობა უნდა მიეღოთ არტეკის საერთაშორისო ბანაკში. სტატიას თან ერთვოდა ბანაკში მყოფი მოსწავლეების ფოტო. განმცხადებლის პოზიციით, სურათის გამოქვეყნებით დაირღვა არასრულწლოვანთა ინტერესები, ვინაიდან ბანაკში მათი მონაწილეობის ფაქტი მკვეთრად ნეგატიურად შეფასდა და არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების გამო ისინი გახდნენ აგრესიის და შეურაცხყოფის ობიექტები.

3. საქმის განხილვის დროს მოპასუხე ჟურნალისტმა, pirveliradio.ge რედაქტორმა, მათე კირვალიძემ მზადყოფნა გამოთქვა, რომ სტატიიდან ჩაეხსნა არასრულწლოვანთა მაიდენტიფიცირებელი ფოტოსურათი.

4. წინამდებარე ოქმის მე-3 მუხლში მითითებული გარემოება დამაკმაყოფილებელია განმცხადებლისათვის. შესაბამისად, მხარეებს შორის შედგა და დამტკიცდა მედიაცია.