მედიამონიტორინგი
კატეგორია - მედიამონიტორინგი

მაუწყებლების ტოქშოუების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი

31 აგვისტო - 25 სექტემბერი

ანგარიში სრულად

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“, ფარგლებში სატელევიზიო არხების მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორები აკვირდებიან 11 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუებს. მონიტორინგი ხორციელდებოდა შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო, GDS, ტაბულა, კავკასია, ტვ პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25


ტოკშოუები - ძირითადი მიგნებები:
  • გასულ სამონიტორინგო პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმ გადაცემების რიცხვი, სადაც საარჩევნო თემებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გადაცემა "ინტერview" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, რომლის წამყვანი უყურადღებოდ არ ტოვებს რესპონდენტის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას და მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ასევე, ტელეკომპანიის "რუსთავი 2" გადაცემის "არჩევანი 2016" მესამე ნაწილი, სადაც დისკუსიამიმდინარეობს კონკრეტულ თემატიკაზე.
  • ასეთი პოზიტიური მაგალითების მიუხედავად, პოლიტიკური პროგრამების ღრმა, საგნობრივი დებატები ზოგადად იშვიათად იმართებოდა ქართულ ტელესივრცეში. წამყვანები ხშირად პოლიტიკოსებს მონოლოგის რეჟიმში პრეზენტაციის საშუალებას აძლევდნენ. ნაცვლად კრიტიკული კითხვების დასმისა და იმის ჩვენებისა, თუ რამდენად აქვთ მათ ჩამოყალიბებული ხედვა ამა თუ იმ საკითხზე და რამდენად რეალურია მათი დაპირებები, წამყვანები საარჩევნო სუბიექტებს ტრიბუნას უთმობდნენ მათთვის სასურველ თემაზე სასაუბროდ. თითოეული კანდიდატისთვის მხოლოდ თანაბარი საეთერო დროის დათმობა და ერთი და იგივე კითხვის დასმა შესაძლოა არ ნიშნავდეს საარჩევნო თემატიკის კვალიფიციურ გაშუქებას და მაყურებლისგაცილებით უკეთესად ინფორმირებას.
  • წამყვანები ხშირად სვამდნენ ისეთ კითხვებს, როგორიცაა ვინ არის თქვენი კონკურენტი? რა იქნება თქვენი მაქსიმუმი არჩევნებზე? რამდენი ადამიანის შეყვანას გეგმავთ პარლამენტში?
  • ამგვარი ზოგადი კითხვები რესპონდენტს საშუალებას აძლევსისაუბროს მისთვის სასურველჭრილში.
  • კვლავაც პრობლემად რჩება კრიტიკული კითხვების ნაკლებობა, წამყვანების დიდი ნაწილის მოუმზადებლობა, აქედან გამომდინარე სადისკუსიო თემის ზედაპირული განხილვა.
  • რამდენიმე გადაცემაში გაუგებარი დარჩა სტუდიაში მოწვეული მაჟორიტარობის კანდიდატებისა და ოლქების შერჩევის კრიტერიუმები. მაგალითად, "ბარიერში" სხვადასხვა დროს მოწვეულები იყვნენ მაჟორიტარი კანდიდატები გლდანის მე-20 (22.09), ნაძალადევის მე-19 (20.09), ისნის მე-9 (14.09) და მე-10 საარჩევნო ოლქებიდან. რატომ გაკეთდა არჩევანი მაინცადამაინც ამ ოლქებზე უცნობი დარჩა.
  • რიგ ეროვნული მაუწყებლების ეთერში ბევრი დრო დაეთმო კონკრეტული ოლქის კანდიდატებს, რომლებიც იმ რეგიონისა თუ უბნის პრობლემებზე საუბრობდნენ, სადაც კენჭს იყრიან. ამგვარ ვიწრო პრობლემატიკაზე საუბარი მაჟორიტარ კანდიდატთან, შესაძლოა უინტერესო იყოს ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისთვის. თანაც იმ პირობებში, რომ კანდიდატები საუბრობდნენ ხშირ შემთხვევაში პირად მოსაზრებებზე და არა პარტიების ხედვებზე, გადაცემაში კი პარტიის ლიდერები არ იღებდნენმონაწილეობას.
  • წამყვანები კითხვის ფორმულირებისას ზოგჯერ ერთმანეთში ურევდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მაჟორიტარი კანდიდატის კომპეტენციებს. იგივე პრობლემა შეინიშნებოდა თავად მაჟორიტარი კანდიდატების მხრიდანაც, რაც საბოლოოჯამშიამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას უწყობსხელს.
  • წინა სამონიტორინგო პერიოდისგან განსხვავებით წამყვანები უმეტეს შემთხვევაში აუდიტორიას აწვდიდნენ ინფორმაციას, თუ რომელიმე პირმა სტუდიაში მისვლაზე უარიგანაცხადა.
  • მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რაიმე კონკრეტული ფაქტი, "მაესტრო" "იმედი" და "GDS" ხშირად ინტერესდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან "მოსალოდნელი დესტაბილიზაციით" და დიდ დროს უთმობდა ამ საკითხისგანხილვას.
  • "ობიექტივის" გადაცემა "ღამის სტუდია" კვლავაც "პატრიოტთა ალიანსის" ტრიბუნად რჩება, სადაც ისინი პრაქტიკულად ყველა გადაცემაში საუბრობენ და ეწევიან აგიტაციას. წამყვანებიც ღიად გამოხატავენ მათ მხარდაჭერას. წინა სამონიტორინგო პერიოდთან შედარებით, სექტემბერში უფრო მეტად ისმოდა ანტითურქული რიტორიკა, შედარებით შემცირებული იყო წამყვანების მხრიდან რუსული პროპაგანდისტული მესიჯები, ვინაიდან წამყვანის პოზიცია დატოვა ვალერი კვარაცხელიამ, "სოციალისტური პარტიის" ლიდერმა, რომელიც ღიად პრორუსულ მოწოდებებს აჟღერებდაეთერშიგასულ წინა სამონიტორინგოპერიოდში. - სექტემბერშიც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც წამყვანებმა ვერ მოახერხეს დისკუსიის მართვა და სტუმრებმა ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
კატეგორია - მედიამონიტორინგი

ახალი ამბები - ანგარიში

ტოქშოუები - ანგარიში

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მაუწყებლების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ქარტია აკვირდებოდა როგორც ახალ ამბებს, ისე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ტოქშოუებს.

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი
ჩამოტვირთეთ ანგარიშის სრული ვერსია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით ახორციელებს პროექტს "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება", რომლის ერთ ერთი კომპონენტია  ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგი.

კატეგორია - მედიამონიტორინგი

 

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის, "2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა", ფარგლებში

კატეგორია - მედიამონიტორინგი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედიამონიტორინგი "ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი", რომელის შედეგებიც 29 ივნისს წარადგინა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ განახორციელა მედიამონიტორინგი "ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი", რომელის შედეგებიც 29 ივნისს წარადგინა.

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ბავშვთა საკითხების მედიამონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. შედეგები 2015 წლის 1 მარტიდან 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. მედიამონიტორინგი ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ქარტიის ანგარიშის სრული ვერსია.
კატეგორია - მედიამონიტორინგი
2014 წლის 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, ქარტია აკვირდებოდა სამ საზოგადოებრივ მაუწყებელს (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი: სსმ 1, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მეორე არხი: სსმ 2; აჭარის ტელევიზია). 
კატეგორია - მედიამონიტორინგი
(არჩევნების მეორე ტურის გაშუქება)

თბილისი, 2014 წლის 10 ივლისი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, პროფესიონალ ჟურნალისტთა არაკომერციული,
კატეგორია - მედიამონიტორინგი
1 მაისი - 6 ივნისის საანგარიშო პერიოდი საზოგადოებრივი და თბილისში არსებული მაუწყებლები  რეგიონული მაუწყებლები
კატეგორია - მედიამონიტორინგი

English Version

2014 წლის 12 ივნისი თბილისი, 2014 წლის 12 ივნისი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროფესიონალ ჟურნალისტთა არაკომერციული, დამოუკიდებელი გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას. ქარტია სლოვაკურ კომპანია MEMO 98 -თან ერთად სისტემატურ მონიტორინგს უწევს მედიის მიერ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) ფინანსური მხარდაჭერით. ქარტიისა და MEMO 98-ის მიზანია შეაფასონ, თუ რამდენად ობიექტურად დადაბალანსებულადაშუქებენ კანდიდატებსა და მათ საარჩევნო პროგრამას მაუწყებლები, რათა საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ საკუთარი კარგად ინფორმირებული არჩევანის გაკეთება საარჩევნო ყუთებთან. პროექტის შედეგები განისაზღვრა მკაფიოდ გამოხატული და ზუსტი მეთოდოლოგიით და მიზნად არ ისახავს რომელიმე კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერას, არამედ მოწოდებულია, რომ მოახდინოს მედია გარემოს გაერთიანება და ინტეგრაცია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. 1აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაიწყო 2 საზოგადოებრივი მაუწყებლის (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია), 5 თბილისში არსებული მაუწყებლისა (იმედი, კავკასია, მაესტრო, რუსთავი 2 და ტაბულა) და 6 რეგიონული მაუწყებლის (აჭარის 25-ე არხი, გურჯაანი (კახეთი), ქვემო ქართლის ტელევიზია, (ქვემო ქართლი), ოდიში (სამეგრელო), რიონი (იმერეთი) და თრიალეთი (შიდა ქართლი) მონიტორინგი.[1] ჟურნალისტურიეთიკის ქარტია MEMO 98-ის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. მედიამონიტორინგის სლოვაკურმა კომპანიამ 15 წლის განმავლობაში მსგავსი პროექტები განახორციელამსოფლიოს47 ქვეყანაში.მისი შინაარსზე ორიენტირებული მიდგომა სპეციალურადააშექმნილიმედიის პლურალიზმისა და მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, რაც ნიშნავს, რომ მონიტორინგის შედეგები არ უნდა შეადგენდეს ცარიელი და ზედაპირული მონაცემების ერთობლიობას, არამედ უნდა წარმოადგენდეს სათანადო კონტექსტში შესწავლილი, მედიაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური მრავალფეროვნების დონის დეტალურ ანალიზსა და შეფასებას.[2] ქარტია და MEMO98არჩევნების შემდეგ წარმოადგენენ მედიამონიტორინგის საბოლოო შემაჯამებელ ანგარიშს, რომელშიც შევა მაუწყებლობის გაუმჯობესებაზე გათვლილი რეკომენდაციები. ქვემოთ მოცემულია მონიტორინგის ძირითადი შედეგების რეზიუმე პროექტის მეორე ფაზიდან, რომელიც მოიცავს 2014 წლის 1 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით პერიოდს (პირველი ფაზა მოიცავდა 1-დან 30 აპრილამდე პერიოდს[3]): რეზიუმე
  • იმ მედიასაშუალებათა დიდმა ნაწილმა, რომელსაც მონიტორები აკვირდებოდნენ, პრაიმ-თაიმში გასულ პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო გადაცემებში პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები დაბალანსებულად გააშუქა.
  • როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, მედია საშუალებებმა საინფორმაციო პროგრამების არსებითი ნაწილი ახლაც მთავრობისა და ორი ძირითადი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ღონისძიებებს დაუთმეს.
  • დედაქალაქში არსებული ტელეკომპანიები განსაკუთრებულ ინტერესს თბილისის მერობის კანდიდატებისადმი იჩენდნენ. ამ პერიოდში ყველაზე აქტიურად შუქდებოდა სამი მათგანი: ნიკა მელია, (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), დავით ნარმანია (ქართული ოცნება), და დიმიტრი ლორთქიფანიძე (ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიცია). რეგიონული არხების ძირითადი დრო კი მათივე ქალაქების მერობის კანდიდატებზე განაწილდა.
  • სამწუხაროდ, მაუწყებლებმა ამჯერადაც განაგრძეს წინასაარჩევნო კამპანიების ზედაპირული გაშუქება. ისინი ყურადღების მეტ წილს კამპანიის ზოგად მსვლელობას უთმობდნენ და მინიმალურ ყურადღებას აქცევდნენ კონკრეტულ ადგილობრივ პრობლემებს. გაშუქებას აკლდა კანდიდატების პროგრამებისა და დაპირებებისადმი ანალიტიკური და კრიტიკული მიდგომა.
  • რამოდენიმე არხის, კერძოდ "რუსთავი 2" და "იმედის" გასართობ გადაცემებში მიწვეულნი იყვნენ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, რაც მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მეორე ფაზის მედია მონიტორინგის შუალედურმა შედეგებმა დაადასტურა აპრილის მონიტორინგის დროს გამოკვეთილი ძირითადი ტენდენციები. ტელეკომპანიების უმეტესმა ნაწილმა ზოგადად დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გააშუქა არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და მათთან დაკავშირებული ღონისძიებები, რაც შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩევლისთვის ინფორმირებული არჩევანის საფუძველია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მედია ძირითადად ფოკუსირებული იყო ორი მთავარი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების საქმიანობებზე. ამავე დროს, თბილისში მდებარე მაუწყებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სიუჟეტების უმეტესი ნაწილი თითქმის ექსკლუზიურად ეთმობოდა თბილისის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას (საკმაოდ იშვიათად შუქდებოდნენ რეგიონული კანდიდატები). აგრეთვე, 15 აპრილიდან, ოფიციალური საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდანვე, ახალ ამბებში ძირითად ყურადღებას აქცევენ საარჩევნო კამპანიის აქციების გაშუქებას დაძალიან მცირედ ან საერთოდ არ აშუქებენ თავად კანდიდატებსა და მათ პროგრამებს შორის განსხვავებას. სამწუხაროა, რომ მსგავსი სარედაქტორო პოლიტიკა რამდენადმე ფორმალური ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. მაუწყებელთა ქცევის კოდექსი[4] ავალდებულებს კიდეც ტელეკომპანიებს, წინასაარჩევნო პერიოდში მოამზადონ უფრო სიღრმისეული და ანალიტიკური რეპორტაჟები, რაც ამომრჩეველს ხელს უწყობს უკეთ გააანალიზოს და შეაფასოს საარჩევნო კანდიდატების პიროვნული თვისებები და პროგრამები. საზოგადოებრივი და თბილისში არსებული მაუწყებლები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემებში ორივე პარტიას, როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ასევე ქართულ ოცნებას გაშუქებისას შედარებით თანაბარი დრო დაეთმო (20.2 პროცენტი და 18.4 პროცენტი). გაშუქების ტონი მეტწილად ნეიტრალური იყო, თუმცა მცირედი განსხვავება მაინც გამოიკვეთა. მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნების" დადებითი და უარყოფითი გაშუქება, თანაბარი, 5 პროცენტი იყო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის უარყოფითმა ტონმა - 12 პროცენტი, ხოლო დადებითმა მხოლოდ 3 პროცენტი შეადგინა. (აპრილში განსხვავება უარყოფითსა და დადებით ტონს შორის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით 24 და 1.3 პროცენტს შეადგენდა). აპრილის მონაცემებთან შედარებით სხვა საარჩევნო სუბიექტების გაშუქება გაიზარდა (აპრილის თვეში იგი 3 პროცენტზე ნაკლები იყო) და ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად შეადგენს 5.8 პროცენტს, 4 პროცენტსა და 3 პროცენტს. გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის გაშუქებისას ინფორმაციის ერთი მესამედი დადებითი იყო. პოლიტიკური სუბიექტებიდან ყველაზე ფართოდ საქართველოს მთავრობა გაშუქდა, რომელმაც 36.8 პროცენტი და მეტწილად ნეიტრალური შეფასება მიიღო. ამასთანავე, გაშუქების 3 პროცენტი იყო დადებითი, ხოლო 17 პროცენტი - უარყოფითი. არხმა 4.5 პროცენტი დაუთმო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ტონი - თითქმის მთლიანად ნეიტრალური. როგორც ეს აპრილის თვის ანგარიშში იყო მოცემული, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაგრძო ერთიანი შემაჯამებელი სიუჟეტების მომზადება, სადაც ყველა ძირითადი კანდიდატი შუქდება (განსხვავებითგასული 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან, სადაც არხი ძირითადად ცალკე სიუჟეტებით აშუქებდა თითოეულ კვალიფიციურ კანდიდატსა და მის პროგრამას). მაუწყებელმა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო სტუდიური დისკუსიები, რომელიც შაბათის საინფორმაციის ნაწილია და რომელიც თბილისის მერობის თითოეულ კანდიდატს ინდივიდუალურად აშუქებს, რითაც მაყურებლებს საშუალებას აძლევს უკეთესად გაიცნონ როგორც კანდიდატები, ასევე მათი პროგრამები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის საინფორმაციო გამოშვებებში თბილისის მერობის 16 კანდიდატიდან 13 კანდიდატი გააშუქა, აქედან რამდენიმე მათგანი საკმაოდ ინტენსიურად. ყველაზე მეტი დრო დაეთმო ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატს, კახა კუკავას -   18 % და 17 %. მათ მოჰყვება დანარჩენი 5 კანდიდატი (დავით ნარმანია, ნიკა მელია, გიორგი გაჩეჩილაძე, სერგო ჯავახიძე და ირმა ინაშვილი). დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გიორგი გაჩეჩილაძის გაშუქების ტონი მეტწილად დადებითი იყო, ქართულ ოცნების კანდიდატი, იყო ერთადერთი, რომლის გაშუქებაშიც უარყოფითი ტონი გამოჩნდა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვისობრივმა ანალიზმა დაადასტურა აპრილის თვის დასკვნები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული სიჟეტების დიდი ნაწილი მიუკერძოებელი და დაბალანსებულია. იყო მხოლოდრამოდენიმე შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ პრინციპებს გადაუხვია. მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა, რომ მაუწყებელი გარკვეულწილად ზედაპირულად აშუქებდა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბალანსის ფორმალურად დაცვასა და ფაქტების უბრალო კონსტატაციას. ამავდროულად შეიმჩნეოდა ნაკლებად კრიტიკული და ანალიტიკური დამოკიდებულება კანდიდატების პროგრამებთან და დაპირებებისადმი. 8 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში 54 წუთის განმავლობაში გადაიცემოდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შეკრება, რომელზეც პარტიამ კანდიდატები და პროგრამა წარადგინა. წინა საანგარიშო პერიოდს დაემთხვა ქართული ოცნების საარჩევნო შეკრებაც და ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მაუწყებელმა მათი ყრილობაც პირდაპირ ეთერში გაუშვა. თუმცა, პირდაპირ ეთერში არ გასულა სხვა დანარჩენი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების წარდგენა. (არასაპარლამენტო ოპოზიციისა და საქართველოს გზის ყრილობების პირდაპირი რეპორტაჟი მაუწყებელს არ გაუკეთებია და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებაში საარჩევნო ამბების კოლაჟით შემოიფარგლა). გასაგებია, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ ორი პარტიიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მაუწყებელი შეძლებისდაგვარად ერთნაირ პირობებში უნდა აყენებდეს ყველა საარჩევნო სუბიექტს, განსაკუთრებით კი კვალიფიციურ სუბიექტებს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიკიდევ ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელია. რომელიც თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ამბების 26.1 %-ს უთმობს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ, აჭარის ხელისუფლებას - ეს გაშუქება უმეტესად ნეიტრალური და დაბალანსებულია. ადგილობრივ მთავრობას, რომელსაც ქართული ოცნების წევრები შეადგენენ დაეთმო პოლიტიკური ახალი ამბების 2.8 %, ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლის შემადგენლობაშიც სხვა პარტიებიც არიან, მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დაეთმო 3.6 %. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ქართული ოცნების წევრებით იყო წარმოდგენილი, ძირითადად ნეიტრალურად შუქდებოდა, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც სხვა პოლიტიკური პარტიების წევრებით იყო დაკომპლექტებული, შუქდებოდა ნეიტრალურად და უარყოფითად. რაც შეეხება ორ წამყვან პოლიტიკურ მეტოქეს, ქართული ოცნება უფრო მეტად გაშუქდა, ვიდრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (20,7% და 17.0%). გაშუქების ტონი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული და ძირითადად ნეიტრალური იყო. არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების გაშუქება გაიზარდა (წინა სამონიტორო პერიოდთან შედარებით ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და ლეიბორისტული პარტიის გაშუქებამ შეადგინა 6.1 % 4.1 % და 3.8 %). გაშუქების ტონი მთლიანად ნეიტრალური და დადებითი იყო. მაუწყებელმა თავის სიუჟეტებში გააშუქა ბათუმის მერობის თერთმეტივე კანდიდატი საკმაოდ ნეიტრალურ და დადებით ტონში. ყველაზე დიდი დრო, 25 %, დაეთმო გიორგი ერმაკოვს (კოალიცია ქართული ოცნება), რომელსაც მოსდევს ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია) 18 % და გიორგი დიასამიძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) 15 %. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ერმაკოვის გაშუქების ტონი მსგავსი იყო მისი კონკურენტებისა, ის მაინც ერთადერთი კანდიდატი იყო, რომლის გაშუქებაშიც გარკვეული კრიტიკა ისმოდა. აღსანიშნავია, რომ მაისში მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში პირდაპირი ეთერი ეთმობოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ასევე მომზადდა სიუჟეტები ბათუმის მერობის კანდიდატების ცხოვრებაზე. ამასთანავე, მაუწყებელს მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დაემატა სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური თოქ შოუები და გადაცემები, რომელთა მიზანია გაზარდოს ამომრჩეველთა ინფორმირებულობა მომავალი არჩევნების შესახებ. ეს გადაცემებია: "არჩევნების დრო", "აირჩიე მერი", "არჩევნები 2014". აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ იგი იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს და თავის საინფორმაციო გადაცემებში არ არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, იყო შემთხვევა, როდესაც 19 მაისს გავიდა გადაცემა "ეკონომიკური სტარტეგია", რომელიც წაიყვანა ბიძინა აფხაზავამ, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატმა ბათუმის საკრებულოს არჩევნებში, რითაც  დაარღვია მაუწყებლების ქცევის კოდექსით დადგენილი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიის წევრმა არ შეიძლება წაიყვანოს საინფორმაციო ტიპის პროგრამები.[5] ამის გამო მომდევნო დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის ხელმძღვანელმა ბოდიში მოიხადა. კერძო მაუწყებელმა რუსთავი 2 საკუთარ პრაიმ თაიმში პოლიტიკური ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ხელისუფლების აქტივობას დაუთმო - 34.6 %. იგი მეტწილად ნეიტრალურად (75 პროცენტი) გაშუქდა, დანარჩენი კი მეტნაკლებად თანაბრად განაწილდა გაშუქების დადებით და უარყოფით ტონად. არხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქებას უფრო მეტი დრო დაუთმო (29.9 %), ვიდრე ქართული ოცნებისას (21.7 %).   ამავე დროს, ორი მთავარი კონკურენტის გაშუქება განსხვავდებოდა - მაშინ, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დადებითი ტონი 16 % იყო და მხოლოდ 6 % - უარყოფითი, ქართული ოცნების შემთხვევაში 20 % იყო უარყოფითი და მხოლოდ 8 % - დადებითი. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ მიიღო ძირითადად ნეიტრალური გაშუქების 3.4 %. დანარჩენი პოლიტიკური პარტიების გაშუქების ჯამი 2.5 %-ზე ნაკლები იყო. მაუწყებელმა საინფორმაციო პროგრამებში ინტენსიურად გააშუქა თბილისის მერობის 16 კანდიდატიდან 5 კანდიდატი, თუმცა, მან თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამების უდიდესი ნაწილი ნიკა მელიას, მერობის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის საარჩევნო ღონისძიებებს დაუთმო და კანდიდატისათვის განკუთვნილი ინფორმაციის თითქმის ნახევარი (45 %) ნეიტრალური და დადებითი ტონით გააშუქა. შემდეგი ხშირად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ დავით ნარმანია, ქართული ოცნების წარმომადგენელი (20 %), კახა კუკავა, არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (14 %) და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან (13 %), გაშუქების ტონი - მეტწილად ნეიტრალური. მაუწყებლის ეთერში მაისშიც გადიოდა ყოველკვირეული თოქ შოუ "არჩევანი" - წამყვანი გიორგი გაბუნია. გადაცემა უფრო მეტად საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაციას ისახავდა მიზნად. სამონიტორინგო პერიოდში მიწვეულნი იყვნენ არასაპარლამენტო ოპოზიცია, ლეიბორიტული პარტია, ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. პარტიებს საშუალება ჰქონდათ წარედგინათ თბილისის მერობის კანდიდატები და საკუთარი პროგრამები. წამყვანი სვამდა ადეკვატურ, აქტუალურ კითხვებს, თუმცა ნაკლებად ცდილობდა ყოფილიყო კრიტიკული ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მიმართ. რუსთავი 2-ის თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ტელეკომპანია საინფორმაციო პროგრამებში ზოგადად იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. უნდა აღინიშნოს, რომ მაისის თვეში გასული რამდენიმე გასართობი გადაცემა წინააღმდეგობაში მოდის მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან, რომელიც კრძალავს საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში.[6] 15 მაისს გადაცემა "პროფილში", რომელიც გასართობ ხასიათს ატარებს, თბილისის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია, როგორც "სასურველი სასიძო" ისე მიიწვიეს. წამყვანმა იგი დაახასიათა როგორც "მაღალი, სიმპატიური, კარგი ოჯახიშვილი". სტუდიაში იყო მიწვეული მისი მამაც. ვრცელი სიუჟეტი კი კანდიდატის დადებითი მხარეებს წარმოაჩენდა - აჩვენეს ნიკა მელია სხვდასხვა სიტუაციაში - სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს, საკუთარ აგარაკზე, სუფრაზე მამის მეგობრებთან ერთად. საარჩევნო სუბიექტები მონაწილეობდნენ იუმორისტულ გადაცემა "The ვანოსშოუშიც". 9 მაისს სტუმრად იყო მიწვეული "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძრღვანელი გიგიუგულავა, რომელმაც არჩევნებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზეც ისაუბრა. ამავე გადაცემაში 16 მაისს მონაწილეობდა "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი ასმათტყაბლაძე, რომელმაც საარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა. საერთო ჯამში არხი დაბალანსებულად აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეორე მხარეს საკუთარი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა ან ინფორმაცია ცალმხივად იქნა წარმოდგენილი. 13 მაისს18.00 საათიანმა "კურიერმა"გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმეტაში ქართული ოცნების 27-მა წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა პარტია.ისინი პროცესის მართვაში "ქართულიოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ იგი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს.ამ გამოშვებაში ზურაბ ზვიადაურს პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონია, არც ის იყო ახსნილი, თუ რა მიზეზით არ იყო წარმოდგენილი მისი პოზიცია. ასევე11 მაისს "კურიერმა P.S-მა" თბილისის მერობის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ნიკამელიას შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, სადაც მართალია აქცენტი კეთდებოდა მის ქონებაზე, მაგრამ ჩაწერილი იყვნენ მისი ახლობლები, რომლებიც კანდიდატის დადებით მხარეებზე საუბრობდნენ. სამონიტორინგო პერიოდში მსგავსი სიუჟეტი სხვა კანდიდატის შესახებ არ მომზადებულა. სამონიტორინგო პერიოდში შეინიშნებოდა არჩევნებში მონაწილე პირთა ზედაპირული გაშუქება. არხი არ დაინტერესებულა კონკრეტულად რა საარჩევნო პროგრამა აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, არც მათი საარჩევნო დაპირებების სიღრმისეული ანალიზი წარმოუდგენია. ასეთმაზედაპირულმა მიდგომამ ზოგ შემთხვევაში ინფორმაციის არასრულყოფილად გაშუქება გამოიწვია. 2 მაისს კურიერის 18.00 საათიან გამოშვებაში ლეიბორისტული პარტიის წევრებმა ყრილობაზე  მერობის კანდიდატები დაასახელეს, მაგრამ სიუჟეტში კანდიდატები არ დაუსახელებიათ და არც რომელიმეს სინქრონი გასულა ეთერში. ამ თემას კურიერი 21 საათზეც მიუბრუნდა, ეთერში გავიდა პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის, კომენტარი, სადაც იგი ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა, თუმცა პარტიის მერობის კანდიდატების ვინაობა რუსთავი 2-ის მაყურებლისთვის უცნობიდარჩა. კიდევ ერთმა კერძო მაუწყებელმა "იმედმა" საკუთარი პოლიტიკური პროგრამების უდიდესი ნაწილი (41.9 %) ასევე ხელისუფლების გაშუქებას მოანდომა, გაშუქების ტონი თითქმის მთლიანად ნეიტრალური იყო. ორივე წამყვანმა პარტიამ, როგორც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, აგრეთვე ქართულმა ოცნებამ გაშუქებისას თითქმის ერთნაირი პროცენტი მიიღეს (21.9 % და 19 %). შემდეგი ყველაზე მეტად წარმოდგენილი პარტია ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია იყო 3.3 პროცენტით და ძირითადად ნეიტრალური ტონით. ზოგადად მაუწყებელი თავის მაყურებელს უმეტესად ნეიტრალურ ინფორმაციას აწვდიდა, რომელიც თითქმის ყველა პოლიტიკურ სუბიექტზე ვრცელდებოდა. არხმა თბილისის მერობის 16 კანდიდატიდან 7 წარადგინა ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების თითქმის მსგავსი გაშუქებით. როგორც დავით ნარმანიამ ქართული ოცნებიდან, ასევე ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თანაბარი 30 % მიიღეს. ისინი თითქმის მთლიანად ნეიტრალურად და პოზიტიურად გააშუქეს. შემდეგი ყველაზე ხშირად წარმოდგენილი კანდიდატები იყვნენ კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციიდან (17 %) და დიმიტრი ლორთქიფანიძე ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან (13 %). მათ გაშუქებაშიც ნეიტრალური და დადებითი ტონი ჭარბობდა. 2 მაისს "იმედმა" თოქ - შოუ "რეაქციის" ეთერისაარჩევნოპრეზენტაციებისთვისგახსნა. გადაცემის მიზანი იყო მერობის კანდიდატებისათვის უფრო მეტი შანსი მიეცათ, ხოლო მაყურებლებისათვის კი მიეცათ საშუალება, რომ კანდიდატებს გაცნობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემთხვევებში მთლიანობაში გადაცემის მხოლოდ მეორე ბლოკი ემსახურებოდა სხვადასხვა კანდიდატების პარტიული პროგრამების გაცნობას, 9 მაისის გადაცემის ორივე ბლოკი ქართულ ოცნებას მიეძღვნა. როგორც ტელეკომპანია "იმედის" თვისობრივმა ანალიზმა აჩვენა, მისი სიუჟეტები იყო ძირითადად მიუკერძოებელი და დაბალანსებული. დაფიქსირდა მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, მაგალითად: 26 მაისს მთავარი გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრობდა გარდაცვლილი პოლიციელის დედა, რომელიც შვილის დაღუპვაში ნინო ბურჯანაძეს ადანაშაულებდა. სიუჟეტში არ ყოფილა ნინო ბურჯანაძის პასუხი. ნინო ბურჯანაძის მოსაზრება არხმა მეორე დღეს გაუშვა, როდესაც მან თავად გამოთქვა კომენტარის გაკეთების სურვილი. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავი 2-ის მსგავსად, ტელეკომპანია "იმედშიც" ბევრიკანდიდატი სტუმრობდა გასართობ პროგრამებს, მიუხედავად იმისა, რომმაუწყებელთა ქცევის კოდექსი კრძალავს საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკასთანპირდაპირ კავშირში არ არიან. მაგალითად, "ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან" 4 მაისის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი გაჩეჩელაძე ("მწვანეთა პარტია"), 11 მაისის სტუმრები იყვნენ გიორგი ახვლედიანი და ლევან ვეფხვაძე ("ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია"), 18 მაისის გადაცემის სტუმარი იყო ნიკა მელია ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"). იგივე შეიძლება ითქვას "შალვა რამიშვილის შოუზეც", სადაც 31 მაისს გადაცემის სტუმარი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. თბილისში მოქმედი სხვა მაუწყებლების მსგავსად ტელეკომპანია "კავკასიაც" ძირითად დროს მთავრობის აქტივობებს უთმობს (51.3 %, ჩვენი მონიტორინგის ქვეშ მყოფი თბილისში მოქმედი მაუწყებლებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი). რაც შეეხება ტონს, იგი ძირითადად ნეიტრალურია. პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ყველაზე მეტი დრო ორ წამყვან პარტიას დაეთმო - ქართული ოცნება 17.0 % და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 14.3 %, შესაბამისად. მათი გაშუქებაც, სხვა პარტიული სუბიექტების მსგავსად, მთლიანობაში ნეიტრალურია. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ფორმალური ბალანსის დაცვისა, მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ არჩევნების გაშუქება ხშირად თბილისის მერობის ქართული ოცნების კანდიდატით, დავით ნარმანიათი იწყებოდა. ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციას ნეიტრალური გაშუქების 4.4 პროცენტი დაეთმო. მაუწყებელმა თბილისის მერობის 16 კანდიდატიდან 9 კანდიდატი გააშუქა, აქედან ხუთი მათგანი საკმაოდ ინტენსიურად. ყველაზე მეტად შუქდებოდა დავით ნარმანია მმართველი პარტიიდან (ქართული ოცნება) 34 %, რომელსაც სამი სხვა კანდიდატი მოსდევდა (კახა კუკავა, ნიკა მელია და დიმიტრი ლორთქიფანიძე) შესაბამისად 23, 19 და 14 %. მთლიანობაში არხი მაყურებელს მთლიანად ნეიტრალურ, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილ ინფორმაციას სთავაზობდა. კვირაში რამოდენიმეჯერ ეთერში გადის სოციალ-პოლიტიკური თოქ შოუ "ბარიერი". თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე მერობის კანდიდატებიდან მხოლოდ ორი მათგანი იყო მიწვეული: დავით ნარმანია, ქართული ოცნება და ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა ტელეკომპანია "კავკასიის" თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მისი საინფორმაციო პროგრამების უმეტესი ნაწილი დაბალანსებულია, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მონიტორინგმა სხვადასხვა ტექნიკური პრობლემებიც აღმოაჩინა, მათ შორის ტიტრების ხშირი არარსებობა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ 12 მაისს არხის საღამოს გამოშვებებში ვერ მოხვდა მამუკა ხერხეულიძეზე თავდასხმის ფაქტი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ თოქშოუ "სპექტრის" წამყვანი დავით აქუბარდია სისტემატურად იყენებს სიძულვილის ენას, მაისის თვეში ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა ეთნიკურ აფხაზებთან და ზოგიერთ პოლიტიკოსთან მიმართებაში. მაგალითად, 28 მაისის გადაცემაში იგი შემდეგ გამოთქმებს იყენებს: "...აფხაზი საწყალი ერი... აფსუა სეპარატისტები... პარაზიტულ სამომხმარებლო ურთიერთობაში არიან გადასული, როცა სხვის კისერზე ზიხარ და არაფერს არ აკეთებ... ეს უბედურები თვლიან, რომ გალელები მონებად უნდა ჰყავდეთ... ფაშისტური ორგანიზაციაა... ან შურიანი ხალხია, ან ავადმყოფური ფსიქიკა აქვთ..., რასაც ბენდერა აკეთებდა ფაშისტური გერმანიის დროს... სუბიექტური ვარ, მაგრამ ვინ არიან, რა უბედურება აქვთ, ყველა ერს დასცინიან, ყველა ერს ზევიდან უყურებენ..." " "..ბრიყვი აფხაზი ერი", "...საცოდავი 4000 კაცი, ყვიროდნენ ჩვენ რატო არ ვქმნით დოვლათსაო, რუსების კმაყოფაზე რატო უნდა ვიყოთო, ამის თქმაც კი შენი იდიოტობის და კრეტინიზმის მანიშნებელია. რა სახელმწიფო ეგაა, კომიკურია, მეცინება როდესაც სახელმწიფოს ეძახიან...", "..სერაპარტისტები კი არ არიან მარტო, ნაცისტები არიან. ჩაიწერეთ და დაგიმტკიცებთ ყველას რო ნაცისტები ხართ! ქართულად ლაპარაკს კრძალავენ...", "...რუსებთან მოგვიწევს ჩვენ ლაპარაკი, აფხაზებს არავინ არ ეკითხებათ, ეს არის არშემდგარი ერი, განათლება არა აქვთ, 4 კლასის განათლება იქ ჩვეულებრივი ნორმა არის, 200-ზე მეტი არ ყოლიათ უმაღლესი განათლებით. ესენი არიან მრუდე აზროვნების, ზედ რომ გადავყვეთ მაინც...". "...მიშა იყო გარეკილი..." "...მიშას საერთოდ უცნაური გარეკვები ქონდა..." "..."ვინცხა ჯანდაბა პოროშენკო...", "...კოჭლი მილიარდერშა როა ტიმოშენკო...", "...ჭირსაც წაუღია უგულავა...". ტელეკომპანია "მაესტრომ" თავისი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემების უდიდესი ნაწილი (43.2 %) მთავრობის გაშუქებას დაუთმო - ტონი თითქმის მთლიანად ნეიტრალური იყო. რაც შეეხება ორი წამყვანი მეტოქე პარტიის გაშუქებას, ქართული ოცნება უფრო მეტად გაშუქდა, ვიდრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (23.5 % და 18.3 %). გაშუქების ტონი ძირითადად დაბალანსებული და ნეიტრალური იყო. ორი მთავარი პარტიის წარმომადგენლები მაისის შუა რიცხვებში დაწყებული ახალი პოლიტიკური თოქ შოუს, "დებატები მაესტროზე", ხშირი სტუმრები იყვნენ. "მაესტროში" შემდეგი ყველაზე ხშირად გაშუქებული საარჩევნო სუბიექტები იყვნენ არასაპარლამენტო ოპოზიცია 3 პროცენტი და საქართველოს გზა 2.3 პროცენტი. მათ ძირითადად ნეიტრალური ტონით აშუქებდნენ. არხმა თბილისის მერობის 16 კანდიდატიდან 8 კანდიდატი გააშუქა, რომლებიც მეტწილად ნეიტრალურად და დადებითად წარმოადგინა. ყველაზე ხშირად გაშუქდა ნიკა მელია (32 %) ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და კახა კუკავა (30 %) არასაპარლამენტო ოპოზიცია. მაესტრომ ასევე შესთავაზა საკუთარ მაყურებელს მეტი ინფორმაცია ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელ ასმათ ტყაბლაძეზე (19 %) და დავით ნარმანიაზე (13 %) ქართული ოცნება. საინფორმაციო გამოშვებაში საანგარიშო პერიოდში არ იყო მიწვეული ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თუმცა ის იყო ამავე პერიოდში თოქ შოუ "სუბიექტურ აზრის" სტუმარი. ტელეკომპანია "მაესტროს" თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მისი საინფორმაციო პროგრამების უმეტესი ნაწილი მიუკერძოებელი და დაბალანსებულია. მიუხედავად ამისა, მაინც აღმოჩნდა რამდენიმე პრობლემური მაგალითი. მაგალითად, 14 მაისის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა რუსთავის მერობის კანდიდატის ეროსი კიწმარიშვილის ჩართვა. წამყვანმა ეთერი კამათისა და პრივატული დებატების რეჟიმში წარმართა. ჩართვის განმავლობაში რესპონდენტმა ვერ მოახერხა ვერც ერთ შეკითხვაზე პასუხის სრულად გაცემა და მას, როგორც რუსთავის მერობის კანდიდატს არ მიეცა საშუალება საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა, ისე როგორც მაესტროს ეთერში მიწვეულ სხვა საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ. ჟურნალისტი მას მუდმივად ახსენებდა მაესტროსთან დაპირისპირებას, რაც ხშირად იღებდა უტაქტო და ცინიკურ ფორმებსაც. ეს კონკრეტული პირდაპირი ეთერი ნამდვილად გასცდა ობიექტური ჟურნალისტის ეთიკას და რესპონდენტის მიმართ სამართლიანობის პრინციპის დაცვას, რასაც მოითხოვს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, სადაც ხაზგასმულია, რომ მედიამ უნდა მისცეს საშუალება არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, თავისუფლად და დაუბრკოლებლად შეძლონ საკუთარი შეხედულებების გადმოცემა. ამის გამო დაზარალდა მაყურებელი, რამდენადაც მას, როგორც ამომრჩეველს, სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება არ მიეცა. ტელეკომპანია "ტაბულამ" ასევე თავისი გადაცემების უმეტესი ნაწილი მთავრობის საქმიანობების გაშუქებას დაუთმო (45.2 %). ზოგადად გაშუქება ნეიტრალური იყო, მისი 12 % ნეგატიური ტონით იყო წარმოდგენილი (აპრილის თვის 20 პროცენტთან შედარებით შეინიშნებოდა უარყოფითი ტონის კლება). არხმა პარტიებთან დაკავშირებული გადაცემების გაშუქების უდიდესი ნაწილი მთავარ ოპოზიციურ პარტიას - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაუთმო (31.6 %), რომელიც აპრილის თვის მონაცემის მსგავსად ქართული ოცნების გაშუქებაზე (16.6%) ორჯერ მეტი იყო. გაშუქების ტონი ორივე პარტიისათვის ძირითადად ნეიტრალური იყო. მაუწყებელმა საინფორმაციო პროგრამაში თბილისის მერობის 16 კანდიდატიდან 4 კანდიდატი გააშუქა და აქედან სამს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. თუმცა კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახევარი (50 %), ნიკა მელიას ღონისძიებებს დაეთმო და ძირითადად პოზიტიურად გაშუქდა. ამის საწინააღმდეგოდ, კახა კუკავა, არასაპარლამენტო ოპოზიცია და დავით ნარმანია, ქართული ოცნება არხმა გააშუქა 24 და 22 პროცენტით, შესაბამისად. კახა კუკავა ძირითადად ნეიტრალურად და დადებითად გაშუქდა, ხოლო დავით ნარმანია მეტწილად დადებითად, თუმცა იყო ნეგატიური ტონიც. რას შეეხება თვისობრივ ანალიზს, გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებების მეტი ნაწილი დაბალანსებული და მიუკერძოებელი იყო, თუმცა ზოგიერთმა თოქ შოუმ მონიტორთა ყურადღება მიიქცია. მაგალითად, გადაცემა "თეორემის" წამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი რეგულარულად აწვდის მაყურებელს საკუთარ მკვეთრად კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ამასთანავე, იგი ხშირად აუდიტორიას საკუთარ მოსაზრებებს ფაქტებად სთავაზობს. 1 ივნისის "თეორემის" შესავალ სიტყვაში მან განაცხადა, რომ " ძალის გამოყენების გამო წარმატებულმა რეფორმატორების გუნდმა არჩევნები წააგო, (იგულისმება ნაციონალური მოძრაობა). 2012 წლის აჩევნების შემდგომ, ქანქარა საპირისპირო მიმართულებით დაიძრა, ციხეებში ქაოსია, ქუჩებში ძალადობრივმა დანაშაულმა მკვეთრად იმატა, ექსტრემისტები უმცირესობებს ავიწროებენ, არალეგიტიმური ძალადობა პოლიტიკური ძალადობის იარაღად იქცა". თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას არ წარმოუდგენია რაიმე მონაცემები ან სხვა სახის მტკიცებულება თავისი შესავალი სიტყვის გასამყარებლად. რეგიონული მაუწყებლები არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბათუმში არსებული 25-ე არხისათვის საარჩევნო კამპანიის გაშუქება საგრძნობლად პრიორიტეტული გახდა. თავის პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ საინფორმაციო გადაცემებში არხი იგივე მიდგომას იყენებდა, როგორც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მან დროის 30.7 % ცენტრალური მთავრობისა და აჭარის ხელისუფლების ღონისძიებების გაშუქებას დაუთმო. (შედარებისათვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან განსხვავებით, მან უფრო მეტი ყურადღება - 16.7 %, აჭარის ხელისუფლებას დაუთმო) - სიუჟეტები იყო დაბალანსებული, დადებითი და უარყოფითი ინფორმაციების თითქმის თანაბარი მოცულობით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არხი განსხვავებულად აშუქებდა მთავარ კანდიდატებს (მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავება გაცილებით ნაკლები იყო აპრილის თვესთან შედარებით, როცა განსხვავება 13 პროცენტამდე აღწევდა) - მაშინ, როდესაც ქართული ოცნება 19.0 პროცენტით გაშუქდა, მთავარი ოპოზიციური პარტია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) გაშუქდა 14.0 პროცენტით. ორივე ლიდერი პარტია დაბალანსებულად იყო წარმოდგენილი. მას მოსდევდა არასაპარლამენტო ოპოზიცია 6.4 პროცენტი ნეიტრალური და დადებითი ინფორმაციით. 25-ე არხმა (ისევე, როგორც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა) ბათუმის მერობის თერთმეტივე კანდიდატი გააშუქა შედარებით ნეიტრალური და დადებითი ტონით. ყველაზე მეტად გაშუქდა გიორგი ერმაკოვი (კოალიცია "ქართული ოცნება") – 32 პროცენტით და ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია) – 23 პროცენტით, შესაბამისად. თუმცა გიორგი ერმაკოვი უმეტესად დადებითად გაშუქდა, იგი მაინც ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელსაც აკრიტიკებდნენ (11 პროცენტი). ჯუმბერ თავართქილაძე თითქმის მთლიანად ნეიტრალური და დადებითი ტონით იყო წარმოდგენილი. 25-ე არხის გადაცემების თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ არხი იცავს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის ფაქტები, ასევე არ დაფიქსირებულა არხის ტენდენციურობა ან მიკერძოებულობა. მონიტორინგის წინა პერიოდის მსგავსად არხი ცდილობდა მაყურებლისათვის შეეთავაზებინა განსხვავებული თემატიკა, რეგიონში არსებული პოლიტიკური, სოციალური დ კულტურული საკითხების განხილვა. 25-ე არხის ჟურნალისტები სისტემატურად აშუქებდნენ რეგიონში მიმდინარე აქტუალურ თემებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი ყურადღების მიღმა არ რჩებოდა სოციალურად დაუცველი ოჯახები და მაღალმთიანი სოფლების სოციალური პრობლემები. კახეთში მდებარე ტელეკომპანია "გურჯაანი" (კახეთის რეგიონი) ერთ-ერთი არხია, რომელიც მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს რეგიონში არსებული ადგილობრივი ხელისუფლების ღონისძიებებს. არხის პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული გადაცემების 24 პროცენტი დაეთმო არჩევნებში მონაწილე ადგილობრივ ხელისუფლებას - აქედან ყველაზე დიდი პროცენტი (14.5) მიიღო ქართულმა ოცნებამ. ამასთანავე არხმა ცენტრალური ხელისუფლება 27.8 პროცენტით გააშუქა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს, ქართულმა ოცნებამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღეს 12.8 % და 10.4 %, შესაბამისად. გაშუქება იყო ძირითადად დაბალანსებული და ნეიტრალური ტონის, თუმცა შეიმჩნეოდა კრიტიკაც, განსაკუთრებით როცა საქმე ეხებოდა ადგილობრივი ხელისუფლებაში მყოფი სხვა პარტიების გაშუქებას. ტელეკომპანია "გურჯაანი" თავის სიუჟეტებში მნიშვნელოვან ყურადღებას არ უთმობდა თელავის მერის არჩევნებში მონაწილე ცალკეულ კანდიდატებს. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ თავად ტელეკომპანია გურჯაანში მდებარეობს. ამის შედეგად, მან შვიდი კანდიდატიდან მხოლოდ ოთხი გააშუქა. არჩევნებისთვის განკუთვნილ გადაცემებში აშკარად ლიდერობდა გიორგი მოსიაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, რომელსაც დაეთმო ექსკლუზიურად ნეიტრალური ინფორმაციის 86 პროცენტი. არხის თვისობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი საინფორმაციო პროგრამების უმეტესი ნაწილი ზოგადად დაბალანსებული და მიუკერძოებელია. საინფორმაციო გადაცემებში განაგრძობენ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური თემების რეგულარულად გაშუქებას. ამავდროულად, არხი ტექნიკურად გაუმართავია: აკლია ტიტრები, ჩართვა ხშირად ხდება სკაიპის ან მობილური ტელეფონის მეშვეობით. დროდადრო შეიმჩნეოდა ზედაპირული მიდგომა მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. მაგალითად, 26 მაისს ეთერში გავიდა სიუჟეტი თელავის მერობის კანდიდატების ჟურნალისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ, თუმცა სიუჟეტში არ იყო არც ერთი ინტერვიუ მერობის კანდიდატებთან. რუსთავში მდებარე ტელეკომპანია "ქვემო ქართლი" (ქვემო ქართლის რეგიონი) კვლავ მიკერძოებულად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიას. მის საინფორმაციო გადაცემებში ძირითადად დომინირებდა ქართული ოცნება. მთელი პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის მესამედი ეთმობოდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების გაშუქებას, რომელსაც ქართული ოცნების წევრები ხელმძღვანელობდნენ. უფრო მეტიც, ქართული ოცნება 29.1 პროცენტით გაშუქდა. გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა კანდიდატებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაშუქდა 17 პროცენტით, საქართველოს გზა 8.1 პროცენტით და ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია 7 პროცენტით. ტონი იყო ძირითადად ნეიტრალური. მაუწყებელმა საინფორმაციო გადაცემების დიდი ნაწილი დაუთმო საარჩევნო თემას და რუსთავის მერობის 9 კანდიდატიდან გააშუქა 7 კანდიდატი ძირითადად ნეიტრალური ტონით. ყველაზე მეტი დრო დაეთმო დავით ჯიქიას ქართული ოცნებიდან-28 %, შემდეგ მამუკა ჩიქოვანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან-23 % და ალექსანდრე კობაიძეს საქართველოს გზიდან-18 %, შესაბამისად. შემდგომ წარმოდგენილი კანდიდატები იყვნენ ივანე შათირიშვილი პატრიოტთა ალიანსიდან-13 %-ით და ეროსი კიწმარიშვილი პარტიიდან ჩვენი საქართველო-11%-ით. კანდიდატები ძირითადად ნეიტრალური ტონით გაშუქდნენ. თვისობრივმა ანალიზმა დაადასტურა აპრილის თვის დასკვნები, რომ არხი ძირითადად აშუქებდა ქართული ოცნების წარმომადგენლების საარჩევნო კამპანიას, განსაკუთრებით რუსთავის მერობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან, დავით ჯიქიას. იგი ჩნდებოდა თითქმის ყველა საინფორმაციო პროგრამაში და არხი სისტემატურად იწყებდა საარჩევნო სიუჟეტებს მისი საარჩევნო ღონისძიებების გაშუქებით. როგორც სხვა მაუწყებლებთან დაკავშირებით აღვნიშნეთ, ტელეკომპანია "ქვემო ქართლიც" ძირითადად საარჩევნო შეხვედრებს აშუქებდა და ნაკლებ დროს უთმობდა კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს, თავად კანდიდატებსა და საზოგადოებრივ აზრს. მაგალითად, მთელი მაისის განმავლობაში ეთერში გავიდა მხოლოდ ერთი გამოკითხვა(14 მაისი) რომელშიც რუსთავის ამომრჩეველთა აზრი იყო გადმოცემული. ზუგდიდში არსებული ტელეკომპანია "ოდიში" (სამეგრელოს რეგიონი) არჩევნებთან დაკავშირებული თემატიკის მიმართ კვლავაც ნაწილობრივ ინტერესს გამოხატავდა. როგორც წინა საანგარიშო პერიოდში, ამჯერადაც მისი საინფორმაციო პროგრამის ქრონომეტრაჟი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. არხის პოლიტიკა არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით მაისის ბოლოს შეიცვალა. ტელეკომპანიამ გააშუქა რამოდენიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური სუბიექტი, მათ შორის, ხელისუფლება, შედარებით თანაბრად: ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დაეთმო დროის 20.7 %, ქართულ ოცნებას 20.1 % და არასაპარლამენტო ოპოზიციას 19 %. ამავე დროს, ქართული ოცნება მნიშვნელოვნად უარყოფითად გაშუქდა, ვიდრე დანარჩენი საარჩევნო სუბიექტები (39 პროცენტი). მაუწყებელი საინფორმაციო გამოშვებებში ნაკლებ ინფორმაციას იძლეოდა მერობის კანდიდატების შესახებ (ხუთი კანდიდატიდან მხოლოდ სამი გააშუქა). გაშუქდა ირაკლი გოგოხია ქართული ოცნებიდან (33 პროცენტი), რუსუდან პაჭკორია ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან (33 პროცენტი) და თემურ ბასილაია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან (32 პროცენტი). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ორი კანდიდატის გაშუქება დადებითი იყო, ხოლო ირაკლი გოგოხია გაშუქდა ძირითადად უარყოფითად (29 პროცენტი). არხის თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ ტელეკომპანია ცდილობდა დაეცვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და დაბალანსებული სიუჟეტები გაეშვა ეთერში, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც არხმა დაარღვია ობიექტურობისა და ბალანსის პრინციპები. 9 მაისს საინფორმაციო პროგრამამ წარმოადგინა სიუჟეტი სოფელ ჭითაწყრის პრობლემებსა და სოფელში არასაპარლამენტო ოპოციზიის ჩასვლაზე. არხმა გააშუქა ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლებისა და კომპანია "აგრო ჯორჯიას" მიმართ, რომელმაც სავარაუდოდ 2004 წელს სავარგულები მაშინდელი გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ხელშეწყობით იყიდა. თუმცა სიუჟეტში არ იყო წარმოდგენილი არც კომპანიის, არც გოროზიას კომენტარი და არ იყო ახსნილი რატომ არ ჩანდა მხარის პოზიცია. 24 მაისს, მაუწყებელმა ეთერში გაუშვა სიუჟეტი, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი კახა დამენია მისი პარტიის აქტივისტების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს და სამართალდამცველ ორგანოებს მიმართავს. სიუჟეტში დამენიას გარდა სხვა რეპონდენტი არ ჩანს, არ ჩანან არც სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები და და არც ხელისუფლება. არხმა არც ახსნა, თუ რატომ არ იყო ეს პოზიცია წარმოდგენილი. ქუთაისში არსებულმა ტელეკომპანია "რიონმაც" (იმერეთის რეგიონი) მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ადგილობრივი ხელისუფლების ღონისძიებებს- მათ საინფორმაციო პროგრამების 19.4 პროცენტი მიიღეს. ამასთანავე, არხმა 19.7 პროცენტი დაუთმო ცენტრალური ხელისუფლების გაშუქებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულად გაშუქდა ორი მეტოქე პარტია- ქართული ოცნება უფრო მეტად გაშუქდა (26,1 პროცენტი) ვიდრე დანარჩენი პარტიები ერთად- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (10,4 პროცენტი) ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია (7.2 პროცენტი) და არასაპარლამენტო ოპოზიცია (6.8 პროცენტი). რაც შეეხება გაშუქების ტონს, ქართული ოცნება უფრო დადებითად გაშუქდა, ისევე როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც მეტწილად ქართული ოცნების წევრებით იყო დაკომპლექტებული. მაუწყებელმა წარადგინა ქუთაისის მერობის შვიდივე კანდიდატის საარჩევნო ღონისძიებები ძირითადად დადებითი ტონით. გაშუქების დროის უდიდესი ნაწილი (50 პროცენტი) მიეძღვნა ქართული ოცნების კანდიდატს შოთა მურღულიას, რომელიც ხშირად ჩნდებოდა არაპოლიტიკურ კონტექსტშიც, როგორიცაა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: კალათბურთის მატჩზე, სპორტულ მუზეუმში, ბიბლიოთეკაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არხი ასევე აშუქებდა თემურ შაშიაშვილს ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან (26 პროცენტით) და გიორგი თევდორაძეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან (12 პროცენტი). ტელეკომპანია "რიონის" თვისობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ არხი ცდილობს დაიცვას ბალანსი, თუმცა არის გარკვეული გადახრები ამ პრინციპიდან. 5 მაისს მაუწყებელმა გაუშვა სიუჟეტი უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის შესახებ, სადაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრას ნაციონალური მოძრაობაც ესწრებოდა, მაუწყებელმა მხოლოდ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ზოგადი კომენტარი გაუშვა. 22 მაისს საინფორმაციო პროგრამაში არხმა წარმოადგინა სიუჟეტი, სადაც ლეიბორისტული პარტიის ადგილობრივი წარმომადგენელი ქართულ ოცნებას, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ნაციონალურ მოძრაობას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და სიების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებდა. თუმცა საპასუხოდ არც ქართული ოცნებისა და არც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ინტერვიუა ჩაწერილი და არც ინტერვიუს არარსებობის მიზეზებია ახსნილი. სხვა შემთხვევაში, 26 მაისის სიუჟეტში საუბარია ბაღდათში ღვინის სანერგე მეურნეობის გაშენებაზე , მთელი სიუჟეტი, "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი გეგეშიძეს ეძღვნება. სიუჟეტის მიხედვით, ინიციატივა მას ეკუთვნის და ადგილობრივების დასაქმებაც იგეგმება. ქართული ოცნების კეპებში გამოწყობილი რეპოდენტები სუბიექტზე მხოლოდ დადებითად საუბრობენ. შეინიშნება დადებითი ტონი ჟურანლისტის მხრიდანაც- "ყურძნის ჯიშების შენარჩუნებასა და გავრცელებაზე ბაღდათის რაიონის ქართული ოცნების გამგებლობის კანდიდატი, ირაკლი გეგეშიძე, უკვე წლებია, რაც ზრუნავს...", "...ტრადიციების აღდგენა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ქართული ოცნების ბაღდათის რაიონის გამგებლობის კანდიდატის, ირაკლი გეგეშიძის მთავარი საზრუნავია. იგი მზადაა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებული გამოცდილება, მშობლიურ რაიონს მოახმაროს..." გორში არსებულმა ტელეკომპანიამ "თრიალეთმა" (შიდა ქართლის რეგიონი) რეგიონალური მაუწყებლებიდან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდი რაოდენობა (რვა პარტია/კოალიცია) გააშუქა. სიუჟეტები ძირითადად დაბალანსებული იყო, ინფორმაცია თანაბრად შეიცავდა როგორც დადებით, ასევე უარყოფით ტონს, თუმცა მეტწილად მაინც ნეიტრალური იყო. ტელეკომპანია "რიონის" მსგავსად, აქაც იყო გარკვეული განსხვავება მთავარი კონკურენტი პარტიების გაშუქებაში -ქართული ოცნება უფრო მეტად გაშუქდა (31.1პროცენტი), ვიდრე დანარჩენი სამი ყველაზე ხშირად გაშუქებული პარტია ერთად - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (14.5 პროცენტი), არასაპარლამენტო ოპოზიცია (8.3 პროცენტი) და ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია (8.2 პროცენტი) მაუწყებელმა გორის მერობის შვიდივე კანდიდატის საარჩევნო ღონისძიებები წარმოადგინა, სადაც ყველა კანდიდატი ნეიტრალური და დადებითი ტონით იყო წამოჩენილი. ყველაზე მეტად გაშუქდა ზურაბ ჯირკველიშვილი ქართული ოცნებიდან (59 პროცენტი), სხვა ხშირად გაშუქებული კანდიდატები იყვნენ თამაზ მაყაშვილი ერთიანობის დარბაზიდან და მამუკა ნოზაძე ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციიდან, რომელთა გაშუქებამაც შესაბამისად ჯამში 14 პროცენტი შეადგინა. მაუწყებლის თვისობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი ზოგადად იცავს ჟურნალისტურ პრინციპებს მოცემულს მაუწყებელთა ქცევის კოდექსში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არხზე ხშირია ტექნიკური ხარვეზები, კონკრეტულად, სიუჟეტი შეიძლება ხმის გარეშე გავიდეს, ასევე შეიძლება ისე გაწყდეს, რომ აზრი არ იყოს დასრულებული. სიუჟეტებისა და კადრ სინქრონების უდიდესი ნაწილი ტიტრების გარეშე გადის და შეუძლებელია რესპოდენტის ვინაობის დადგენა. 3 მაისს არხის ყოველკვირეულ გადაცემაში გავიდა სიუჟეტი ტელეკომპანია "თრიალეთის" წინ გამართულ ტრანსგენდერების აქციაზე. კადრების გაშვების წინ წამყვანის, გიორგი ახალკაცის მიერ გაკეთებული განცხადებები სექსუალურ უმცირესობასთან მიმართებაში დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავდა: "..მაქსიმალურად შევეცადეთ ამ მოკლე პერიოდში დაგვეფარა იმ ადამიანების სახეები, რომლებმაც აქცია გამართეს. რამდენად გამოგვივიდა, ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ეს ძალიან მოკლე დროში მოხდა. ბოდიშს მოგიხდით იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანიდან თქვენს ნათესავს ან ახლობელს ამოიცნობთ". დასკვნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და MEMO 98 მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის თითქმის ცხრა კვირის მონაცემები აჩვენებს, რომ მედიასაშუალებების უმეტესობა თავიანთ პოლიტიკურ და არჩევნებთან დაკავშირებულ გადაცემებში ზოგადად დაბალანსებულად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილე კანდიდატებს. მედია ამომრჩევლებს აწვდიდა საკმარის ინფორმაციას, რომ მათ 15 ივნისს შეძლონ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ზოგადად, არსებული მედია გარემო საშუალებას აძლევს პოლიტიკურად დაინტერესებულ პირებს, გააჩნდეთ მედიაზე წვდომა და გამოხატონ განსხვავებული პოლიტიკური თვალსაზრისი. ამავე დროს, შესაძლებლობას უქმნის ამომრჩეველს, ინფორმაცია დაუბრკოლებლად მიიღოს. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ მედიაში ორი ძირითადი პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება დომინირებდა, ხოლო თბილისში არსებული მაუწყებლების არჩევნებთან დაკავშირებულ ინფორმაციებში მთავარი ყურადღება თითქმის ყოველთვის ექცეოდა თბილისის მერის არჩევნებს. ამავე დროს, მონიტორინგის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები ცდილობდნენ თავიანთ საინფორმაციო გადაცემებში ყურადღება შეეჩერებინათ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ადგილობრივ პრობლემებს. ამასთანავე, ისინი ნაკლებად კრიტიკულები იყვნენ კანდიდატების საარჩევნო პროგრამებისადმი. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში მედია გარემო გაუმჯობესდა, დასანანია, რომ სარედაქციო პოლიტიკა ემყარება ბალანსის გარკვეულწილად ფორმალურ დაცვას, რაც ხელს უშლის ამომრჩეველს, უკეთესად გააანალიზოს და შეაფასოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების პიროვნული თვისებები და მათი პროგრამები. [1]საზოგადოებრივი მაუწყებლებისა და თბილისში არსებული მაუწყებლების შემთხვევაში მონიტორინგი ძირითადად პრაიმ-თაიმის პოლიტიკურ გადაცემებზე იყო ფოკუსირებული (18.00 – 24.00), ხოლო რეგიონული მაუწყებლების შემთხვევაში მონიტორინგი ძირითადად ფოკუსირებული იყო საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებებზე. [2]                მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ ანალიზს, რომელიც ეყრდნობა თითოეული "სუბიექტისათვის" გამოყოფილი დროის რაოდენობასა და შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების გაშუქების ტონს - დადებითი, ნეიტრალური ან უარყოფითი ტონი. ხარისხობრივი ანალიზი აფასებს შერჩეული მედია საშუალებების საქმიანობას ეთიკისა და პროფესიული სტანდარტებისმიხედვით, რომელთა რაოდენობრივი აღწერა ადვილი არ არის. მონიტორები აღნიშნავენ სიცრუის, ფაქტების დამახინჯების, დაუბალანსებელი გაშუქების, უსამართლობის, უზუსტობის, მიუკერძოებლობისა და ნებისმიერი იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც აუცილებელია ინფორმაციის გაშუქების ხარისხის შესაფასებლად. ეს ამოცანები ანგარიშში, კომენტარებისა და დასკვნების სახით არის გამოტანილი.   [3]          პირველი მონიტორინგის პერიოდის (1-დან 30 აპრილის ჩათვლით) ანგარიში და დიაგრამები იხილეთ შემდეგ ვებ გვერდებზე: www.persp.loc and www.memo98.sk.   [4]                 მაუწყებლების ქცევის კოდექსში - მუხლი 24.5 საარჩევნო კამპანიის მსვლელობის პერიოდში მაუწყებლებმა უნდა გააშუქონ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების პოლიტიკური პარტიების პლატფორმები და არ შემოიფარგლონ მხოლოდ მიმდინარე ღონისძიებების, პოლიტიკური პარტიებისა და მათი კანდიდატების განცხადებებით [5] მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 16.1 მუხლის მიხედვით "არცერთ ოფიციალურ ან პოლიტიკური პარტიის წევრს არ აქვს უფლება იყოს საინფორმაციო პროგრამების წამყვანი, ინტერვიუერი ან ჟურნალისტი". [6]საარჩევნო პერიოდში კანდიდატის ან პარტიის წარმომადგენლის იმ პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც არ არის პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროგრამაში მონაწილეობის შესახებ შედგა საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე..კანდიდატს არ უნდა მიეცესსაშუალება გამოთქვას პოლიტიკური მოსაზრებები ან სხვა გზით მოახდინოსსაკუთარი კანდიდატურის რეკლამირება (მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მუხლი 23)
კატეგორია - მედიამონიტორინგი

 

თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და სლოვაკური კომპანია “მემო-98-ის” ერთობლივი პროექტი, რომელიც ხორციელდება NED-ის (National Endowment for Democracy) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

კატეგორია - მედიამონიტორინგი

თვითმმართველობა 2014 - მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში

 

2014 წლის 23 მაისი