გადაცემა „პრაიმშოუს“ წინააღმდეგ ქარტიამ განცხადება მიიღო
13.09.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქე დათო აბზიანიძის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“  გადაცემა „პრაიმშოუს“ ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო მასალა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2017 წლის 6 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, რომ მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის ჟურნალისტებმა მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა.

აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეოთხე (ინფრომაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

სადავო მასალა

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.