მაკა რაზმაძის წინააღმდეგ ქარტიას WISG-მ მიმართა
03.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)" განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, მაკა რაზმაძის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა "პრიორიტეტი" ეთერში 2017 წლის 1 ოქტომბერს გავიდა. განცხადების თანახმად, გადაცემაში რესპონდენტმა შემდეგი ფრაზა წარმოთქვა: „ინტერვიუს პიდარასტებიც აძლევენ“. WISG აღნიშნავს, რომ გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპოდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. განმცხადებლის შეფასებით, გადაცემის ეს ეპიზოდი ხელს უწყობს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ახდენს მათი დისკრიმინაციის წახალისებას.

"ჟურნალისტს რესპოდენტის კომენტარზე საპასუხოდ უნდა გაეკეთებინა შენიშვნა და მკაფიოდ დაეფიქსირებინა მისი და მთლიანად მედია საშუალების პოზიცია, რომ გადაცემის ეთერში ამგვარი ჰომოფობიური შინაარსის კომენტარების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი", - ნათქვამია განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, დარღვეულია მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს
შემოგვიერთდით Facebook-ზე
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.