ქარტიის დირექტორის კონკურსში გამარჯვებული 1 ნოემბრამდე გამოვლინდება
16.10.2017
დასრულდა განაცხადების მიღება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დასაკავებლად. იმის გამო, რომ მოქმედ დირექტორს, ნატა ძველიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ქარტიის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ორმა პირმა გამოთქვა, ნატა ძველიშვილმა და ირმა ზოიძემ, რომელიც ამჟამად ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეა. 

აღმასრულებელი დირექტორის დებულების თანახმად, მომდევნო ორი კვირის ვადაში ქარტიის საბჭო გამართავს გასაუბრებას ორივე მათგანთან და 1 ნოემბრამდე მიიღებს გადაწყვეტილებას. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი ამ პოზიციაზე.

თანდართულ დოკუმენტებში შეგიძლიათ ნახოთ კონკურსანტთა CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც დებულების და საკონკურსო პირობების თანახმად უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვას.

ნატა ძველიშვილი

ირმა ზოიძე

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.