მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
20.10.2017

კატეგორია : ღონისძიებები;

19 ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში.

ქარტია გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,საქართველოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით აკვირდება ტელემედიის მიერ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებას. მონიტორები აკვირდებიან 14 სატელევიზიო არხის საუკეთესო საეთერო დროს - (პრაიმ ტაიმში) გასულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქშოუებს და საინფორმაციო გამოშვებს. მონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სატელევიზიო არხებზე: საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, იმედი, პირველი, ობიექტივი, აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, რიონი, გურჯაანი, გურია, ქვემო ქართლი, თრიალეთი, ოდიში, მეცხრე არხი. სამონიტორინგო ტელევიზიებიდან ხუთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს, ცხრა კი - რეგიონებში.

ტელევიზიების პარალელურად რადიო მაუწყებლებს მონტორინგს "ინტენიუსი - საქართველო" ახორციელებს, ონლაინ მედიასა და პრესას კი სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი აკვირდება.

პრეზენტაციის დაწყებისას საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა  და ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში. შეხვედრას მედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსიები:
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.