27 ოქტომბერს ქარტია განიხილავს დაჩი ცაგურიას განცხადებას მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ
23.10.2017

კატეგორია : ანონსი;
27 ოქტომბერს 19:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დაჩი ცაგურიას განცხადებას რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიასა და ჟურნალისტის, მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ.

სადავო მასალა კურიერ PS-ში 23 ივლისს გავიდა. სიუჟეტის თანახმად, ბათუმის ნავთობტერმინალზე რეზერვუარების ასაშენებლად ტერიტორიის შესაძენად ოფშორულმა კომპანია  "ვიბრო დიაგნოსტიკმა" 2014 წლის 8 დეკემბერს "ქართუ ბანკისგან" ათეული მილიონი დოლარის ოდენობი იპოთეკური სესხი აიღო, რასაც ამჟამად საქართველოს რკინიგზა ფარავს.

დაჩი ცაგურია მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

საქმე ღია სხდომაზე განიხილება და  დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.