ნატა ძველიშვილი ქარტიის დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს
28.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩია. მან საბჭოს წევრთა 7 ხმა მიიღო, მეორე კონკურსანტმა, ირმა ზოიძემ კი - 1 ხმა. ორივე მათგანთან გასაუბრება 27 ოქტომბერს გაიმართა.

ნატა ძველიშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წელს გახდა. ქარტიის წესდების თანხმად აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი ამ პოზიციაზე.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.