ბავშვთა საკითხების გაშუქების სწავლების თემაზე შეხვედრა გაიმართა
10.11.2017

კატეგორია : ღონისძიებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად შეხვდა უმაღლესი სასწავლებლების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბავშვთა საკითხების გაშუქებას ასწავლიან სტუდენტებს. შეხვედრისას იმსჯელეს თუ როგორ შეიძლება სწავლების პროცესში გამოყენებული იყოს ქარტიის მიერ შექმნილი მასალები და მედიამონიტორინგის შედეგები.

როგორც შეხვედრაში მონაწილეებმა აღნიშნეს, ქარტიისა და იუნისეფის თანამშრომლობით შექმნილი მასალები და მონიტორინგის ანგარიშში მოხვედრილი კონკრეტული მაგალითები მნიშვნელოვნად ეხმარებათ სტუდენტებან მუშაობისას, აქტიურად იყენებენ გასულ წელს გამოცემულ სახელმძღვანელო წესებს. 

დისკუსიისას იმსჯელეს იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს სამომავლოდ, რათა ბავშვთა საკითხების გაშუქების სწავლების მეთოდოლოგია დაიხვეწოს. 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.