08.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით
ტელეკომპანიების "იმედის", "რუსთავი 2-ისა" და “ობიექტივის“
აგრეთვე ონლაინ გამოცემა qiziyi.ge-ს ჟურნალისტებმა დაარღვიეს
ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც მედიას ბავშვის ინტერესების დაცვას
ავალდებულებს. საქმე ეხება 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობას, რომელშიც ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან. 4 დეკემბერს ერთ-ერთი მათგანი სამართალდამცავებს ჩაბარდა. ზემოთ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა ამ თემაზე მომზადებულ მასალებში ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინეს. ამის გამო ქარტიას მომართა ნიკა გურინმა, ის მიიჩნევდა, რომ ბავშვის უფლებები დაირღვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მერვე პრინციპის (ბავშვის ინტერესები) დარღვევა ყველა სადავო მასალაში დადგინდა. ხოლო qizityi.ge-ს შემთხვევაში მეშვიდე (დისკრიმინაცია) და პირველი (სიზუსტე) პრინციპები ასევე დარღვეულულად მიიჩნიეს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.