სოფო ბერიძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
08.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა სოფო ბერიძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რაცზუსტი ინფორმაციის გავრცელებას გულისხმობს. 

სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ეძღვნებოდა. ჟურნალისტმა ჩართვაში განაცხადა, რომ საზეიმო წირვას არ ესწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სოფო ბერიძემ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა წირვას, რის დასტურადაც მოჰყავს "ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის" სახელით ფეისბუქზე შექმნილი გვერდის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ის თანამსახურებდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ "საზეიმი წირვა გადაეცემოდა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენჯერმე ჩანს მეუფე დიმიტრი".

განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ დარღვეული იყო მეხუთ პრინციპიც, რაც ჟურნალისტს არასწორი ინფორმაციის შესწორებას ავალდებულებს. თუმცა, საბჭომ საბჭომ მსჯელობის შემდეგ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.