4 მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
30.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ანა გაბელაიას განცხადება შემდეგი ვებსაიტების წინააღმდეგ - for.ge, reportiori.ge, digest.pia.ge, kvira.ge. სადავო გახდა მათ მიერ გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") საქმეზე მომზადებული მასალა, რომლის თანახმადაც მათ მოიპოვეს დოკუმენტი, სადაც "ბახალა" აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიებით აუდიტორია გამიზნულად "მოატყუეს", მიაწოდეს ოქმი, რომელიც მხარეების დავის საგანია შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი - პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.