"ობიექტივზე" ბავშვების შესახებ გასული სიუჟეტის გამო ქარტიას მიმართეს
05.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო სოფიო ბაჩილავას განცხადება ტელეკომპანია "ობიექტივის" წინააღმდეგ.  სადავო მასალა 30 იანვარს გავიდა ეთერში, ტელეკომპანიის ფეისბუქ გვერდზე კი მეორე დღეს გამოქვეყნდა. სიუჟეტი ეხება მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ მცირეწლოვან ბავშვებს. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბავშვების იდენტიფიცირება და ჟურნალისტის მიერ გამოთქმული შეფასებები შეიძლება გახდეს შემდგომში მათი დისკრიმინაციის და ბულინგის მაპროვოცირებელი. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.