თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
05.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა თამთა დოლენჯაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გადაცემას ავალდებულებს. 

თამთა დოლენჯაშვილის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება შეიტანა "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ". მათი უკმაყოფილება გამოიწვია 14 იანვარს, საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" გასულმა სიუჟეტმა. მასალა ეხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოქალაქეთა რეგისტრაციას, რომელსაც სოციალური აგენტი ახორციელებს. ჟურნალისტმა კი პასუხისმგებელ პირად მოიხსენია სოციალური მუშაკი.

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სოციალური მუშაკი არის პროფესიონალი, რომელიც ეუფლება სოციალური მუშაობის პროფესიას აკადემიურ დონეზე და მუშაობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ გასაძლიერებლად და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სოციალური აგენტი კი არის პოზიცია, რომელზეც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია დასაქმდეს და მისი ფუნქცია მხოლოდ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღრიცხვით შემოიფარგლება."ჟურნალისტისა და წამყვანის მიერ სოციალური მუშაკის არასწორ და ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება საზოგადოებას არასწროს აზრს უქმნის პროფესიაზე და ახდენს სოციალური მუშაკების დისკრედიტირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭომ განხილვის შემდეგ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.