3 მარტს ქარტიის საბჭო 4 საქმეს განიხილავს
28.02.2018

კატეგორია : ანონსი;
შაბათს, 3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს 4 განცხადებას:

  • 12:00 საათი- ირაკლი პეტრიაშვილი თამთა სანიკიძის, რატი ხვისტანის, ლიკა ალელიშვილის წინააღმდეგ.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და "იმედმა" ცამხრივად გააშუქეს მოშიმშილეთა აქცია. არათანაბარი საეთერო დრო დაეთმო ორ დაპირისპირებულ მხარეს, აშკარა უპირატესობით სარგებლობდა სს. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლობა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მას, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარეს, არ მიეცა სათანადო დრო საპასუხოდ. ჟურნალმა თბილისელებმა კი გამოაქვეყნა მასალა "ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკური ვნებანი", რაც, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შეიცავს არასწორ ფაქტებს

  • 14:00 საათი - ლალი საყვარელიძე "იმედის" წინააღმდეგ
"ქრონიკაში" გასული სადავო სიუჟეტი ეხებოდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მცხოვრებლების დაპირისპირებას კორპუსზე დაშენებული ნაგებობის გამო. მოქალაქეები ამ საქმესთან დაკავშირებით ასახელებდნენ ლალი საყვარელიძეს, რომელიც მათი ინფორმაციით თბილისის მერიის თანამშრომელია. ქარტიას სწორედ ლალი საყვარელიძემ მიმართა, რადგან მიიჩნევს, რომ მის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა და "შეილახა მისი პროფესიული და კარიერული რეპუტაცია."

  • 15:00 საათი -  სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთი" IPN ის წინააღმდეგ

"ინტერპრესნიუსმა" ორგანიზაცია IPR & Analytical Center-ის კვლევაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ. განმცხადებელი რადიო "ჰერეთი" აღნიშნავს, რომ ასეთი კვლევითი კომპანია არ არსებობს. შესაბამისად არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. 

  • 17:00 საათი -  PHR ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა "პრაიმტაიმმა" 8 დეკემბერს გამოაქვეყნა და ეხება 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის ახლობლის Facebook სტატუსს. PHR-ის პოზიციით, სტატუსი ცალსახად შეიცავდა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნებსარასრულ, წლოვნისთვის საზიანო ინფორმაციას და არღვევდა მის უდანაშაულობის პრეზუმფციას.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.