19.03.2018
კატეგორია : განცხადებები;
ინციდენტის ამსახველი გავრცლებული ვიდეომასალებიდან იკვეთება არა მხოლოდ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, არამედ იძულების, ძალადობის და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულების ნიშნები. მნიშვნელოვანია სამართალდამცავებმა მომხდარს მისცენ სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, გამოიძიონ ოპერატიულად და ეფექტურად, რათა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მედიაზე იძალადეს.
არ შეიძლება ჟურნალისტური პროდუქტი გახდეს ჟურნალისტებზე ანგარიშწორების მიზეზი, იმის მიუხედავად, აკმაყოფილებს თუ არა ის პროფესიულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროფესიული საქმიანობა იყოს დაცული და ყველა მოქალაქე თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ. ჟურნალისტურ სტანდარტებზე სამსჯელოდ არსებობს თვითრეგულირების მექანიზმები, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. სწორედ ეს პლატფორმებია ყველაზე ეფექტური ჟურნალისტის პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებების შესაფასებლად.